"ჰარშიმ ძალიან მოიხდინა ჩოხა, თავზე კი ინდური ტურბანი ჰქონდა მოხვეული" - ჩემი ქართულ-ინდური ქორწილი

"ჰარშიმ ძალიან მოიხდინა ჩოხა, თავზე კი ინდური ტურბანი ჰქონდა მოხვეული" - ჩემი ქართულ-ინდური ქორწილი

სამხატვრო აკადემიის რესტავრაციისა და კონსერვაციის ფაკულტეტიდან არქიტექტურის ფაკულტეტზე სცადა გადასვლა, მაგრამ რაღაც პრობლემის გამო ვერ ჩააბარა. ეს რომ არა, ვინ იცის, ოდესმე თუ მოხვდებოდა ინდოეთში... როგორ აღმოჩნდა 26 წლის თბილისელი სოფო მიქაბერიძე ინდოეთში და გზად როგორ გადაეყარა სიყვარულს? - სოფოს დელიში სკაიპით ვესაუბრეთ:

- ვარძიის კედლის მხატვრობის კვლევისა და გადარჩენის საერთაშორისო პროექტით ინგლისის კურტოს უნივერსიტეტს ყოველ ზაფხულს ჩავყავდით იქ სამუშაოდ. შემდეგ 2 სტუდენტი - მე და ტასო ფოცხიშვილი ინდოეთის შტატ რაჯასტანში, ნაგორის სასახლის - რაჯას საზაფხულო რეზიდენციის კედლის მხატვრობის კონსერვაციის პროექტშიც მიგვიწვიეს.

როგორც ბაბუაჩემის, მწერალ ყარამან კიკვიძის წიგნშია, ეს რომ გამეკეთებინა, იმას არ გავაკეთებდიო და ა.შ. - ყველაფერი ერთმანეთს რომ ებმის, ისე გამომივიდა. თბილისიდან ჯერ დელიში ჩავფრინდით, მერე კი - ნაგორიში. გზად, უფრო ზუსტად - ჰაერში, სწორედ ნაგორისკენ მიმავალ თვითმფრინავში გავიცანი ჩემი სიყვარული - მომავალი მეუღლე, რომელიც, თურმე, იმ ავიაკომპანიაში მუშაობდა.

- ფაქტობრივად, ფეხის დადგმაც არ გაცადა ინდოეთის მიწაზე?

- როგორც თვითონ ამბობს, პირველად შენ მოგეწონე და გასაქანი არ მომეციო.

- სინამდვილეში როგორ იყო?

- არ ვტყდებოდი, თორემ მე მგონი, მართლაც ეგრე იყო (იცინის). ნახევარ საათს მივფრინავდით და ისე დაჟინებით ვუყურებდი, ბოლოს ალბათ შერცხვა და გამომელაპარაკა. ტელეფონის ნომერი მკითხა და ცხადია, მეც მაშინვე დავუწერე.

ამ დროს სოფოს 27 წლის ძალიან სიმპათიური, მოღიმარი მეუღლე - ჰარშიც გამოჩნდა მონიტორზე, ქართულად მომესალმა და გავისაუბრეთ კიდეც: ჩვენი სოფო ხომ არ გაბრაზებთ-მეთქი? - ჩავეკითხე. - მაგის პასუხი სოფომ უკეთ იცისო, - სიცილით მომიგო. - კი, ვაბრაზებო, - აღიარა სოფომ. გაცნობის ჰარშისეული ვერსიაც მაინტერესებდა და ვთხოვე, მოეყოლა:

- რომ შევამჩნიე, მიყურებდა, ბევრი ვიყოყმანე, მივსულიყავი თუ არა. საკმაოდ ვინერვიულე. ხომ იცით, თვითმფრინავს ორი ჩასასვლელი კარი აქვს. წინა გავაღეთ, რადგან ყველა იქიდან უნდა ჩასულიყო. ბოლოს გავაღეთ უკანა კარი. მეც იქ ვიდექი და დავინახე, სოფო უკანა კარისკენ წამოვიდა. რაკი ასე მოიქცა, მეც ვიფიქრე, უნდა დავლაპარაკებოდი. ნომერიც გამოვართვი და "ფეისბუკითაც" დავუკავშირდი. ასე ვურთიერთობდით - მე დელიდან, სოფო ნაგორიდან. ღამეებს ვათენებდით ლაპარაკში. მალევე მივხვდით, რომ ერთმანეთი ძალიან მოგვწონდა.

სოფო:

- ნაგორიში ჩამომაკითხა და თავისი ოჯახის გასაცნობად დელიში წამიყვანა.

- როგორც ვიცი, ინდოელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიძეც და რძალიც ინდოელი იყოს. ოჯახის წევრები არ შეეწინააღმდეგენ?

- არა მარტო ინდოელი... თუ აქაურ ოჯახს შენი რჩეული არ მოსწონს, ვერაფრით იქორწინებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენზეც უარს იტყვიან. მე კი ჩემს დედამთილთან ისე გამიმართლა, რომ, რა გითხრათ? ვინც ნათესავებიდან (ასეთი ბევრი აღმოჩნდა) ჩვენს ქორწინებას შეეწინააღმდეგა, აღარ ელაპარაკებოდა. ჰარშის პატარა ოჯახი აქვს: მამა გარდაცვლილია და მხოლოდ დედა და 10 წლით უფროსი, ცოლ-შვილიანი ძმა ჰყავს. ჰარში გვარად ბათიაა.  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია