გიორგი მიქანაძე - ახალი სახე ქართულ ტელესივრცეში

 გიორგი მიქანაძე - ახალი სახე ქართულ ტელესივრცეში

საუბარი საიდან დავიწყო, არც კი ვიცი, რადგანაც მგონი, არ არსებობს სფერო, გამოცდილება რომ არ ჰქონდეს დაგროვებული. "პალიტრანიუსის" ახალი ტოქშოუს, "360 გრადუსის" წამყვან გიორგი მიქანაძეზე ვსაუბრობ. გარდა იმისა, რომ ჟურნალისტობა უწევს, პროფესიით ეკონომისტია, უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი და ასისტენტ-პროფესორი. ტელესივრცეში კი ის ახალი სახეა. მის მიერ მოთხრობილი ამბებით უფრო ახლოს გაიცნობთ და გიორგის პიროვნულ თვისებებსაც კარგად ამოიცნობთ.

- ბავშვობაში რელიგიური საკითხებით დავინტერესდი და რატომღაც სურვილი გამიჩნდა, სადმე პატრიარქი მენახა, შორიდან მაინც მომეკრა მისთვის თვალი, მაგრამ ეს სურვილი მაშინაც მიუწვდომელ ოცნებად მიმაჩნდა. ერთხელ ქაშუეთის ეკლესიაში ლოცვაზე გახლდით, გიორგობა დგებოდა და გამოაცხადეს, პატრიარქი დღესასწაულზე "სამებაში" იქნებაო. ჰოდა, პირველად ასე მოვახერხე მისი ნახვა, დამლოცა კიდეც. კარგა ხანს ვერ ვიჯერებდი, რომ ოცნება ამიხდა. მას მერე ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ ახალგაზრდულ პროექტებზე ვმუშაობდი და იმ პერიოდში პატრიარქთან უშუალო კონტაქტი ხშირად მიწევდა. ერთხელ პროექტის პრეზენტაცია გვქონდა, რაღაც დარცხვენილი ვიჯექი, ხმას ვერ ვიღებდი, საოცრად ვღელავდი. პატრიარქმა რომ დამინახა, მომმართა, - თუ ასე გააგრძელე, არაფერი გამოგივა, თამამად გამოთქვი შენი აზრიო...

- თქვენი ლექტორობა რამ განსაზღვრა?

- უნივერსიტეტში სწავლისას რაღაც ტესტი იყო გასაკეთებელი, რაშიც არცთუ ისე კარგი შედეგი მივიღე, მაგრამ მერე ვიბრძოლე, ის შედეგი რომ გამეუმჯობესებინა. სწორედ მაშინ, ჩემს ლექტორს ისე მოვეწონე, რომ წლების მერე, როცა სამუშაოდ ილიას სახელობის უნივერსიტეტში გადავიდა და მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა, გავახსენდი. მაგისტრატურაში ჩაბარებაშიც დამეხმარა, მეც წამიყვანა იქ. მერე საქმე იქამდე მივიდა, რომ ბიზნესის ფაკულტეტი ერთად ავაწყვეთ, სადაც მთელი 7 წელი ვიმუშავე. ტრაბახში არ ჩამითვალოთ და საკმაოდ რეიტინგული ლექტორი ვიყავი. შემდეგ ისე მოხდა, რომ ლექტორი, რომელმაც იქ მიმიყვანა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს - ძალიან ცუდად მოექცნენ. გადავწყვიტე, გვერდით დავდგომოდი და "ილიაუნიდან" წამოვედი.

- პატარაობიდანვე მიზანმიმართული იყავით?

- სკოლაში დაბალ კლასებში არც ისე კარგად ვსწავლობდი მაშინ, როდესაც, ჩემი მეგობრები, პირველ კლასში "ფრიადებს" იღებდნენ. ჩემი პირველი "ოთხიანიც" მძიმედ მახსოვს, რომელიც მე კი არა, დედამ საკმაოდ მტკივნეულად გადაიტანა. ხომ ვამბობ, მეშვიდე კლასამდე ცუდად ვსწავლობდი, მოუსვენარიც ვიყავი და გაკვეთილზე ვხმაურობდი. ისე მოხდა, რომ ჩემი არც ისე კარგი მოსწრების გამო, სუსტი ბავშვების ჯგუფში გადამისროლეს, რაც დედამ ვეღარ აიტანა და მასწავლებელს სთხოვა, - გიორგის მიეცით საშუალება, სიტუაციიდან გამოძვრეს და მალე აუცილებლად იტყვით, რომ ამ კლასში შეცდომით გადაიყვანეთო. დედა ძლიერი ქალია, თუმცა მაშინ მის სახეზე ცრემლი დავინახე, რამაც ჩემზე ძალიან იმოქმედა. - რაღაც უნდა შევცვალო-მეთქი, ვთქვი და სწავლას მოვუმატე. უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე. მიუხედავად იმისა, რომ იმ პედაგოგმა გამიმეტა, მისი მაინც მადლობელი ვარ, რადგან იმ ადამიანმა ჩემს ცხოვრებაში კვალი დატოვა  განაგრძეთ კითხვა

ფოტო: მაქსიმე ბაქრაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია