რით განსხვავდება თანამედროვე ქართული არქიტექტურა ევროპულისგან - სამშენებლო ტენდენციები საქართველოსა და ევროპაში

რით განსხვავდება თანამედროვე ქართული არქიტექტურა ევროპულისგან - სამშენებლო ტენდენციები საქართველოსა და ევროპაში

სამყარო გამუდმებით იზრდება და ვითარდევბა, წლებთან ერთად სახეს იცვლიან ქვეყნები და და ქალაქები. თანამედროვე არქიტექტორები ახალ-ახალი და უჩვეულო ვიზუალის შენობებს აპროექტებენ, უქვემდებარებენ რა მათ ყოფითი ცხოვრებისა და ეკოლოგიის ახალ კანონებს. მაგალითად, შენობებზე მონტაჟდება მზის ელემენტები და ენერგიის სხვა ალტერნატიული წყაროები. თანამედროვე არქტიტექტურული ძეგლები და ფასადები მკვეთრად განსხვავდება უკვე დრომოჭმული ტრადიციული დიზაინისგან. მსოფლიოს სხვადსხვა ქალაქში ხშირად შეხვდებით ფასადზე გაშენებულ ცოცხალ ბაღებს, შუშის სახლებს, სფეროსა და სხვა გეომეტრიული ფიგურების ფორმის შენობებს. პროგრესი სახეზეა და უკვე აღარვის აინტერესებს ჩვეულებრივი ბეტონის ყუთები, არქიტექტორები ახალი საინტერესო დიზაინისა და ფორმების ძიებაში არიან. ამჯერად თქვენს ყურადღებას ევროპის არქიტექტურაზე შევაჩერებთ.

თანამედროვე ევროპული საკვანძო შენობები დასავლეთ ევროპის უმსხვილეს ქვეყნებში, გერმანიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და ესპანეთში გვხვდება. თუმცა წლების მანძილზე მრავალმა ქვეყანამ შეიძინა და დაკარგა უმაღლესი ხარისხის არქიტექტურის მფლობელის რეპუტაცია. ბოლო სამ ათწლეულში ეს შეეხო შვეიცარიას და ესპანეთს. რასაკვირველია, ისინი ჯერ კიდევ ქმნიან მაღალი ხარისხის არქიტექტურას, მაგრამ მოდა შეცვალეს, უფრო სუსტი, მდიდარ კლიენტებზე მორგებული შენობების აგება დაიწყეს.

არქიტექტურულ პიკს მიაღწია დიდმა ბრიტანეთმა და დღემდე უჭირავს თამასა. მეოცე საუკუნეში ევროპელი არქიტექტორები მრავალი სტილის გავლენით ქმნიდნენ: არტ ნუვო, დე სტილი, არტ დეკო, მოდერნიზმი, ფუტურიზმი, ბრიტალიზმი, პოსტმოდერნიზმი, დეკონსტრუქტივიზმი, მაგრამ ახალ ნაგებობებზე სტილისტური მიდგომა ახალი ძალების მიერ დაიმსხვრა, ეს პრაქტიკა შეიწირა ინტერნეტმა და გლობალიზმმა. სტილისტური ჯგუფები ამჟამად თამაშგარე მდგომარეობაში არიან, მაგრამ ეს მდგომარეობა კიდევ შეიცვლება.

ცოტა ხნის წინ არქიტექტორ, პედაგოგ ალექსანდრე ჩუბინიძესთან თბილისის არქიტექტურაზე ვისაუბრეთ. ამჯერად თანამედროვე ქართულ და ევროპულ არქიტეტურას შორის პარალელების გავლებას შევეცადეთ. როგორც ცნობილია, უცხოელი არქიტექტორები არაერთ პროექტში იყვნენ ჩართულნი, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოში განხორციელდა.

"ევროპის, განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპის არქიტექტურას, მის მიწებზე დასახლებულ ეთნოსთა არქიტექტურის ენას, დამოკიდებულებას პროექტირებასთან, მშენებლობის კულტურას, წინასამშენებლო კვლევებს და ა.შ. მრავალსაუკუნოვანი ისტორია განსაზღვრავს. ის გზა, რაც დასავლეთ ევროპულმა ერებმა გაიარეს, ობიექტური ისტორიული მიზეზების გამო, არ გაუვლია ქართულ საზოგადოებას. შესაბამისად ჩვენს ცივილიზაციებს სრულიად განსხვავებული არქიტექტურული, ქალაქთმშენებლობითი და ზოგადად, ყოფითი ენის სტრუქტურა ჩამოუყალიბდა.

პროექტირება და მშენებლობა თანამედროვე ევროპაში გაცილებით რთული და კომპლექსური ამოცანაა. აუცილებელია ტერიტორიის არაერთ ჭრილში წინასაპროექტო კვლევები... პროექტი არაერთ ექსპერტიზას გადის და არა მხოლოდ მდგრადობაზე", - აცხადებს ალექსანდრე ჩუბინიძე.

არქიტექტორის თქმით, ჩვენი საზოგადოება ბევრ საკითხში ვერ შეძლებს ევროპისგან მაგალითის აღებას და ეს რამდენიმე გარემოებასთან არის დაკავშირებული.

"ისევე როგორც ფილოსოფია, ასევეა მაღალი კატეგორიის არქიტექტურა, - ის ფუფუნებაა, რადგან უმთავრესი ყოფით-ფუნქციური მოთხოვნების გარდა, საზოგადოების გრძნობით-სიმბოლური მოთხოვნილებების და ერის თვითგამოხატვის უმთავრესი ბერკეტიცაა. ასეთი არქიტექტურის და ზოგადად ხელოვნების შექმნა მხოლოდ მაღალი ეკონომიკური სოციალური და ტექნოლოგიური განვითარების მქონე საზოგადოებას შეუძლია. ჩვენი საზოგადოება, თუ ამ კონტექსტში განვიხილავთ, განვითარების გზაზეა, შესაბამისად, ჩვენ, ბევრ საკითხში, ვერ შევძლებთ ევროპისგან მაგალითის აღებას, რადგანაც ჩვენს საზოგადოებას თავისი განვითარების გზა აქვს გასავლელი.

მაგრამ, არქიტექტურული მიმართულებით, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელშიც შეგვიძლია ევროპული გამოცდილება გავიზიაროთ, ეს ისტორილ გარემოში ახალი მშენებლობის, ძეგლთა რესტავრაციისა და რეკონსტრუქცია-რეანიმაციის საკითხებია", - ამბობს არქტიტექტორი.

თბილისის მომავალი პირდაპირ ახალ თაობაზეა დამოკიდებული და არა მხოლოდ არქიტექტორებსა და დამგეგმარებლებზე და არა მხოლოდ თბილისის. აუცილებელია ქვეყნის სტრატეგიული განვითარების დოქტრინის შემუშავება, სამეცნიერო მონიტორინგის ერთიანი სისტემის დანერგვა. ქალაქგეგმარებითი თუ ქალაქმშენებლობითი ამოცანების ერთიანი ვირტუალური სისტემის შექმნა, მხოლოდ სახელმწიფოს მართვით და მოსახლეობის განსახლების, ეკონომიკური მიზიდულობის ძალების სწორი გადანაწილება. მხოლოდ ასეა შესაძლებელი იმ გარემოს კონსტრუირება და ჩამოყალიბება, რაც XXI საუკუნის მოქალაქისთვის ასე აუცილებელია.

იხილეთ ფოტოგალერეა

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: თბილისი არქიტექტორების თვალით: საბჭოთა, თანამედროვე და მომავლის თამამი იდეები

იხილეთ ასევე: თანამედროვე თბილისის არქიტექტურა - კონტექსტიდან ამოვარდნილი შენობები და კომერციას შეწირული ქალაქის ესთეტიკა

თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა

"სამშენებლო ნებართვების გაცემაში დიდი ფული კეთდება" - ვის ეკისრება პასუხისმგებლობა თბილისში შექმნილ ურბანულ კრიზისზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია