16 წლის ნინი კვაჭანტირაძე, რომელსაც ახლობლები ორი დღეა ეძებდნენ, ნაპოვნია

16 წლის ნინი კვაჭანტირაძე, რომელსაც ახლობლები ორი დღეა ეძებდნენ, ნაპოვნია

ნინი კვაჭანტირაძე, რომელსაც ახლობლები ორი დღეა ეძებენ, ნაპოვნია. როგორც ამბები.გე-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებმა გოგონას ბორჯომის საავადმყოფოში მიაკვლიეს. მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნება, თუმცა თავს შეუძლოდ გრძნობს.

კვაჭანტირაძის ნათესავებმა გოგონას დაკარგვის შესახებ დღეს "ფეისბუქში" დაწერეს. მათი ინფორმაციით, ნინი ბოლოს თბილისში, ღვინის აღმართზე ნახეს.

"ვინმე დამეხმაროს, მიშველეთ, ახლა მე მჭირდება თქვენი დახმარება, მომაძებნინეთ ბავშვი", - წერდნენ დაკარგული მოზარდის ნათესავები.

გოგონას დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს გამოძიება 143-ე მუხლით აქვს აღძრული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კახეთში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

პეკინსა და მიმდებარე ქუჩებზე პარკირების ღირებულება საათში 1 ლარი იქნება

სექტემბრიდან საბურთალოს რამდენიმე ქუჩაზე პარკირების ახალი სისტემა ამოქმედდება