"სასიკვდილო თამაში" ონლაინ კაზინოსთან და თვითმკვლელობამდე დაწერილი დღიური - შვილმკვდარი დედის სულისშემძვრელი ნაამბობი

"სასიკვდილო თამაში" ონლაინ კაზინოსთან და თვითმკვლელობამდე დაწერილი დღიური - შვილმკვდარი დედის სულისშემძვრელი ნაამბობი

"სასიკვდილო თამაში" - ეს იყო გადაცემა "პროფილის" მთავარი თემა, რომელიც ონლაინ კაზინოებში წაგების შემდეგ ადამიანების სიცოცხლის თვითმკლველობით დასრულდა.

"მაპატიეთ ყველამ ვინც მიცნობდით და გიყვარდით. დედა ბოდიში! ყველა ზალიან მიყვარხართ. მე ეს უნდა გავაკეთო. უნდა გავჩერდე, თორემ მეტ ზიანს მივაყენებ ირგვლივ მყოფთ და საკუთარ თავს. ყველას ბოდიშს ვუხდი. დედა, მე ჩემს თავს ვსჯი, მაგრამ ვიცი რომ შენც გსჯი. გული მართლაც ბევრჯერ გატკინე. მართლა ძალიან განვიცდი. იმედია ღმერთი მაპატიებს..." - ასე მთავრდება წერილი, რომელიც თვითმკვლელობამდე დაწერა პირმა, რომელმაც თავი ვალების გამო მოიკლა. ვალები კი ონლაინ კაზინოს თამაშში წაგების შედეგად აიღო.

"სპორტს რომ გავყოლიდი, ალბათ კარგი სპორტსმენი გავხდებოდი, მაგრამ ჩემი აზარტი და ჟინი სხვა კუთხით წავიყვანე. რომელსაც უკან მიყავხარ და ხრამში გჩეხავს. რომლისგანაც ამოსვლა ძალიან ძნელია. ზოგისთვის-შეუძლებელი. მე ამ წუთასაც ვცდილობ ამოვიდე ხრამიდან და ყველაფერს ვებღაუჭები... ყველა მოთამაშეს თავი ჭკვიანი ჰქონია და დარწმუნებულია რომ მოიგებს. კაზინოს რამდენიც არ უნდა ეთამაშო, ფიშკები არ უთავდება და მანამდე შეუძლია გეთამაშოს სანამ შენ არ გაგითავდება ფული... მაგრამ პასუხი არის მხოლოდ ერთი - მოგებულია მხოლოდ ის, ვინც არ თამაშობს... მე წერის ნიჭი არ მაქვს  - ეს ამონარიდი გარდაცვლილი მამუკას დღიურიდან არის.

დღიური გადაცემაში გარდაცვლილის დედამ მიიტანა და შვილის შესახებ ისაუბრა.

"თავიდან ერთი და ორი ლარით დაიწყო თამაში. მერე მეუბნებოდნენ მოკლავენ, 6 ათასი ლარი აქვს ვალიო. შემეშინდა მართლა არ მოკლან-მეთქი და სახლი გავყიდეთ. მეორედაც გავყიდე. ბოლოს გირით ავიღეთ ბინა. ერთ დღეს 40 თეთრი მომცა, დედა, ცადი ღერებით სიგარეტი ამომიტანეო... ვეჩხუბე...

მე სხვასთან ოჯახში დამხმარედ ვმუშაობდი, იქ მივდიოდი. გასვლისას ორივე ლოყაზე მაკოცა. რომ დავბრუნდი კარი დაკეტილი იყო . გასაღები არ იყო. იმ ღამით სხვასთან გავათენე. ტელეფონზე ვურეკავდით, გამორთული იყო. მეორე დღესაც რომ ვერ გავაღეთ კარი სამაშველო გამოვიძახეთ. კარი რომ გააღეს - უბედურება მომხდარაო… ჩიტი გარეთ გაეყვანა- რამე არ მოსვლოდა…თვითონ გაზი ჩაერთო, კარი ჩაეკეტა და გაეგუდა თავი… ბინა ორჯერ გავყიდეთ მისი ვალების გამო. ბოლოს მეგონა გირით ვცხოვრობდით, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე, რომ თურმე ქირით ვცხოვრობდი…

იხილეთ სრულად: "დედა, მე ჩემს თავს ვსჯი..." - ლუდომანი თვითმკვლელის დღიურები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია