"როდესაც გამოდიხარ გარეთ, შენ ხარ სრული არარაობა" - როგორ დააღწია თავი მსახიობმა ზურა გორგაძემ ონლიან კაზინოებს

"როდესაც გამოდიხარ გარეთ, შენ ხარ სრული არარაობა" - როგორ დააღწია თავი მსახიობმა ზურა გორგაძემ ონლიან კაზინოებს

"სასიკვდილო თამაში" - ეს იყო გადაცემა "პროფილის" მთავარი თემა, რომელიც ონლაინ კაზინოებს  დაეთმო. გადაცემაში ისაუბრა მსახიობმა ზურა გორგაძემ.

ზურას ჰქონდა ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელიც მან თავად გადაჭრა. მსახიობმა საკუთარ თავზე საუბარი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის ბოდიშის მოხდით დაიწყო.

"ეს ყველაფერი დაიწყო სტუდენტობის ასაკში... ეს იყო უბრალოდ "სლოტ კლუბი", ვითამაშეთ პატარა აპარატები. როგორც წესი ხდება ხოლმე, პირველად როცა შედის ადამიანი, ყოველთვის იგებს. როგორ ხდება ეს არ ვიცი - ეს მათ სინდისზე იყოს. ამას შევეჩვიე და ვატყობდი რომ გაზრდილ შემოსავალთან ერთად იზრდებოდა "სტავკები"...

მიუხედავად იმისა, რომ სისტემატიური მოთამაშე ვიყავი, არასდროს სამსახურზე უარი არ მითქვამს და არც პრობლემა შემქმნია. მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი ნერვების, ღამეები თენების შედეგი. მე შეიძლებოდა გამეთენებინა ღამე კაზინოში, მაგრამ მეორე დღეს მივდიოდი სამსახურში.

ყველაფერს მივხდი მაშინ, როცა მთელი ჩემი შემოსავალი მიდიოდა ჯოჯოხეთში. ამას ემატებოდა ის, რომ ვეღარ აცნობიერებ, რას სჩადიხარ.

მშობლებს მაქსიმალურად ვარიდებდი ამ ყველაფერს და მათ დიდი ხანი არაფერი არ იცოდნენ. იყო მომენტები, როდესაც ვინმეს რამე დასჭირდა და არასდროს არ მქონდა. იყო შემთხვევა, რომ ვიშოვე და მაინც დავეხმარე. ეს იყო მცდელობა გადამეფარა ჩემი მარაზმული ქცევა და არავისთვის არ შემემჩნია. ეს არის სირცხვილი, ნამდვილად არ მინდოდა ხმამაღლა მეთქვა.  მაგრამ თუ ჩემი ერთი სიტყვა ვინმე ახალგაზრდას, სტუდენტს, ბავშვს აინტერესებს, ჩაუჯდება თავში და დაეხმარება, მე ვიქნები ძალიან ბედნიერი.

მოდის საშინელი სინანულის გრძნობა, როდესაც გამოდიხარ გარეთ - შენ ხარ სრული არარაობა, რადგან გარეთ გამოსული ხედავ ამდენ გაჭირვებულ ადამიანს. ფულის მთხოვნელს და შენ შენი წაგებული ფულით ვიღაც გაამდიდრე".

ასევე იხილეთ: "სასიკვდილო თამაში" ონლაინ კაზინოსთან და თვითმკვლელობამდე დაწერილი დღიური - შვილმკვდარი დედის სულისშემძვრელი ნაამბობი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია