რჩევები მათთვის, ვისაც უძრავი ქონების სწრაფად და მარტივად გაყიდვა სურს

რჩევები მათთვის, ვისაც უძრავი ქონების სწრაფად და მარტივად გაყიდვა სურს

ალბათ ერთხელ მაინც გქონიათ შეხება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავებასთან. ადრე ეს პროცესი გაცილებით დიდ დროს მოითხოვდა, უნდა გეპოვათ ადამიანი ვინც გაავრცელებდა თქვენს განცხადებას, ან ფურცლით ხელში გევლოთ სადარბაზოებში.

დღეს ყველაფერი გაცილებით მარტივადაა, რადგან გვაქვს ინტერნეტი, არსებობს შესაბამისი საიტები, სადაც შესაძლებელია განცხადების განთავსება. თუ გინდათ გაყიდოთ ან გააქირავოთ სახლი, შეგიძლიათ შეხვიდეთ კონკრეტულ საიტზე, თავად მარტივად განათავსოთ თქვენი განცხადება, ან თუ შეძენა გსურთ, ვებგვერდზე არსებული უამრავი განცხადებიდან შეარჩიოთ თქვენთვის მისაღები შეთავაზება.

ეს ყველაფერი ძალიან მარტივია, თუმცა იმისთვის რომ თქვენი განცხადება ბევრმა ადამიანმა ნახოს, ბევრიც დაინტერესდეს და სწრაფად გაყიდოთ უძრავი ქონება, განცხადებების საიტ - saqme.ge-ს წარმომადგენელი რამდენიმე ხერხს გვასწავლის:

1) განცხადებაში აუცილებლად მიუთითეთ ფასი, რადგან ამით უფრო რეალურ მყიდველებს დააინტერესებთ, თავიდან აიცილებთ უამრავ ზარს და უსაფუძვლო შეკითხვებს.

2) ეცადეთ განცხადებას დაურთოთ გასაყიდი ქონების ფოტოები, რადგან განცხადებაზე, რომელსაც ფოტო აქვს დართული გამოხმაურება 3-5 ჯერ უფრო მეტია. რაც უფრო ეფექტურ სურათებს ატვირთავთ, მით უფრო სწრაფად მიაღწევთ შედეგს.

3) მნიშველოვანია განცხადებაში მაქსიმალურად დეტალურად იყოს აღწერილი თქვენი ქონება. გაითვალისწინეთ, რომ გაქირავების შემთხვევაში განსაკუთრებით ინტერესდებიან ცენტრალური გათბობით, სარეცხი მანქანით, სართულით, რემონტით და ა.შ. კარგია თუ თავიდანვე მიუთითებთ ზუსტ მისამართს, ასე თავიდან აიცილებთ ზედმეტ შეკითხვებს.

4) მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თქვენი განცხადება გარკვეული დროის შემდეგ საიტზე მთავარ პოზიციას კარგავს, ანუ გადადის ჩამონათვალის ბოლოში. თუ თქვენ გსურთ თქვენი განცხადება მუდმივად კარგ პოზიციაზე ჩანდეს, შეგიძლიათ გამოიყენოთ საიტზე არსებული დამატებითი, ფასიანი მომსახურებები.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განთავსების შემდეგ არ უნდა დაივიწყოთ თქვენი განცხადების შესახებ. თუ გსურთ სწრაფად გაყიდოთ, გააქირავოთ ან დააგირავოთ უძრავი ქონება, გირჩევთ სისტემატიურად მიაქციოთ ყურადღება თქვენს მიერ ატვირთულ განცხადებას, იმისთვის რომ მუდმივად საქმის კურსში იყოთ რა პოზიციაზეა ის. თუ გაითვალისწინებთ ამ რჩევებს, მაშინ ძალიან სწრაფად ნახავთ შედეგს. გისურვებთ წარმატებას!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია