სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა

სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა. გარდამოხსნა საკურთხევლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სასულიერო პირებთან ერთად გამოაბრძანა. გარდამოხსნა დიდ ქსოვილს წარმოადგენს, რომელზედაც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. გარდამოხსნა უწმინდესს თავზე ჰქონდა გადაფარებული და საკურთხევლიდან მსვლელობით ერთხელ მოხდა ტაძრის შუაგულში შემოტარება, რის შემდეგაც გარდამოხსნა მისთვის მომზადებულ სპეციალურ სადგამზე - "საფლავზე" დაასვენეს. იგი ტაძარში არასრული სამი დღე დარჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.

გარდამოხსნის წინაშე სასულიერო პირებმა და მრევლმა დიდი მეტანიები შეასრულეს და მას ემთხვივნენ. მანამდე ტაძარში წაიკითხეს სპეციალური ლოცვები, ასევე წმინდა სახარებიდან წაიკითხეს ადგილი უფლის გაცემის, პილატეს სამსჯავროზე წარდგომის, წამების, ჯვრაცმის და საფლავად დადების შესახებ.

მსახურების ბოლომდე წაიკითხეს ღვთისმშობლის დატირება და მრევლს საშუალება მიეცა მოესმინა საგალობელი, რომელიც დავით გურამიშვილის ლექსზეა შექმნილი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია