ტრადიციული "ვია დოლოროსას" მსვლელობა იერუსალიმში - გოლგოთამდე გზას 100-ზე მეტი ქართველი გაივლის

ტრადიციული "ვია დოლოროსას" მსვლელობა იერუსალიმში - გოლგოთამდე გზას 100-ზე მეტი ქართველი გაივლის

იერუსალიმის ძველ უბანში "ვია დოლოროსას" გზაზე მსვლელობაში დღეს საქართველოდან ჩასული 100-ზე მეტი მომლოცველი მიიღებს მონაწილეობას.

წითელ პარასკევს იერუსალიმში, ტრადიციისამებრ "ვია დოლოროსას" გზაზე მსვლელობა მოეწყობა. მასში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ქრისტიანები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის საქართველოდან ჩასული მორწმუნეებიც.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, მაცხოვარმა ჯვარცმამდე "ვია დოლოროსას" გზა გაიარა. მარშრუტი ძველი იერუსალიმის ერთ-ერთი კარიბჭიდან იწყება და 600 მეტრის დაშორებით მაცხოვრის აღდგომის ტაძართან სრულდება.

მომლოცველები საქართველოდან იერუსალიმში კერძო ტურისტული კომპანიების მეშვეობით ჩავიდნენ.

უფლის აღდგომის ტაძარში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მომლოცველები წელს ცეცხლის გადმოსვლას 30 აპრილს ელოდებიან. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს შეასრულებს.

ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ წმინდა ცეცხლს საქართველოში მომლოცველთა ჯგუფი სპეციალური ჩარტერული რეისით ხვალ, 23:00 საათისთვის, ლიტანიობისთვის ჩამოაბრძანებს და საქართველოს სხვადასხვა ტაძრებში განაწილდება.

ზეციური ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ მართლმადიდებელი სამყარო წელს აღდგომის დღესასწაულს 1 მაისს იზეიმებს.

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია