ყველაზე ემოციური ფოტოები - ქრისტეს საფლავიდან წმინდა ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ

ყველაზე ემოციური ფოტოები - ქრისტეს საფლავიდან წმინდა ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ

ყოველი წლის აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს იერუსალიმის აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავზე ღვთაებრივი ცეცხლისა და სასწაულის სანახავად მომლოცველები მრავალი ქვეყნიდან ჩადიან და მოუთმენლად ელიან ამ უდიდესი სასწაულის კვლავ განმეორებას. აღდგომის ტაძარში მორწმუნეები წინა დღეს, წითელ პარასკევს იკრიბებიან, ისინი მთელ ღამეს ლოცვაში ატარებენ, სანთლებს კონებად კრავენ, კონაში 33 სანთელი იკვრება, რაც, სიმბოლურად, ქრისტეს მიწიერი ცხოვრების წლებთან არის დაკავშირებული და ასე ელიან სასწაულის აღსრულებას. მას შემდეგ, რაც მაცხოვრის საფლავს ტრადიციისამებრ კუსტოდიით ლუქის, ან ცვილის ბეჭდით დალუქავენ, აღდგომის ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხარეზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შეიჭრებიან და ლოცვას აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდმოავლინოს მაცხოვრის საფლავზე.

არაბები აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ ამ საიდუმლოში. "ხმაურიანი" ლოცვა-ვედრება, ღვთისმსახურების ასეთი ფორმა ამჟამად უჩვეულოდ გვეჩვენება, მაგრამ ის უახლოვდება უფლის რწმენის მიმართ უძველეს, ყველაზე არქაულ ბიბლიურ დამოკიდებულებას. არაბებმა დღემდე შეინარჩუნეს ძველი აღთქმისეული ლოცვა-ღაღადისი. ბრიტანეთის ბატონების წლებში ინგლისელმა გუბერნატორმა სცადა აეკრძალა ეს "ველური" როკვა, მაგრამ ცეცხლი არ გადმოვიდა, სანამ იერუსალიმის პატრიარქის ბრძანებით ტაძარში არაბმა მართლმადიდებლებმა ლოცვა არ აღავლინეს.

გთავაზობთ შთამბეჭდავ ფოტოებს, რომელზეც აღბეჭდილია მორწუნეების ემოციები წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის შემდეგ. იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია