ქართველი არქიტექტორი, რომელსაც აშშ-ში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, გაათავისუფლეს

ქართველი არქიტექტორი, რომელსაც აშშ-ში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, გაათავისუფლეს

ქართველი არქიტექტორი კოკა (ნიკოლოზ) გეგეჭკორი, რომელიც უკვე 21 წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს, გაათავისუფლეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში არქიტექტორის და ნინო გეგეჭკორი, ასევე ამერიკაში მცხოვრები ქართველები წერენ.

ნინო გეგეჭკორი (კოკა გეგეჭკორის და) - გაათავისუფლეეეეეს! მალე ჩამოვა!!!!

ნინო ფურცელაძე (ამერიკაში მცხოვრები ქართველი) - მთელ საქართველოს გაეხარდება ვიცი და გატყობინებთ, რომ კოკა გეგეჭკორი გაათავისუფლეს!

კოკა გეგეჭკორი ნიუ-იორკის ცნობილ ციხეში, სინგ-სინგში 1994 წლიდან პატიმრობაში იყო იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. ამბობენ, რომ სასჯელს სხვის გამო იხდიდა. როდესაც ახლობლებს უკითხავთ, რატომ? უპასუხა, რომ სიყვარულის გამო. ცნობილია, რომ ქართველმა არქიტექტორმა პატიმრობის პერიოდში ფრანგ ქალზე იქორწინა. როგორც ამბობენ, ფრანგმა მეუღლემ კოკას არა მხოლოდ მორალური, არამედ, მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება გაუწია.

წლების განმავლობაში გეგეჭკორის გათავისუფლებისა და საქართველოში დაბრუნების თხოვნით უამრავი ხელმოწერა შეგროვდა, თუმცა უშედეგოდ. 21-წლიანი პატიმრობის შემდეგ, 60 წლის არქიტექტორი ახლა უკვე თავისუფალია.

არქიტექტორ გეგეჭკორის ისტორიასთან დაკავშირებით რეჟისორმა დავით კანდელაკმა დოკუმენტური ფილმი "ამერიკა ერთ ოთახში" გადაიღო. ფილმის პრემიერა 2007 წლის დეკემბერში თბილისის მერვე საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ