აღდგომის ღამეს აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

აღდგომის ღამეს აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი

ამაღამ აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 30 აპრილს გვიან საღამოდან 1 მაისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი.

წვიმა ხვალ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება. 1-ელ მაისს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +16-21 გრადუსი, აღმოსავლეთში +17+22 გრადუსი, ხოლო თბილისში +21 იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ორშაბათს, 2 მაისს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ.

ორშაბათს, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ.

2 მაისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთში +20+25, ხოლო აღმოსავლეთში +18+23 გრადუსი, ხოლო თბილისში +22 გრადუსი იქნება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია