რამდენი კვერცხი და პასქა შეიძლება ვაჭამოთ ბავშვს - პედიატრის რჩევები

რამდენი კვერცხი და პასქა შეიძლება ვაჭამოთ ბავშვს - პედიატრის რჩევები

სულ რამდენიმე საათი დარჩა და უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული - ბრწყინვალე აღდგომა კარს მოგვადგება. ამ დღეს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი განსაკუთრებულად აღნიშნავს. ოჯახში სააღდგომო სუფრა იშლება, სადაც აუცილებლად უნდა იყოს წითელი კვერცხი და პასქა. პატარებს დღესასწაული ძალიან ახარებთ, მათთვის წითლად შეღებილ კვერცხს განსაკუთრებული მიმზიდველობა აქვს, რის გამოც ვერ იცავენ ზომიერებას, ამას კი თან ახლავს კვების დარღვევის სხვადასხვა გამოვლინება. მშობლები ხშირად მოგვმართავენ შეკითხვით რამდენი კვერცხის და პასქის მიღებაა დასაშვები სხვადასხვა ასაკის ბავშვისთვის. რა რაოდენობის საკვები შეიძლება მიიღოს ბავშვმა სააღდგომო სუფრიდან? ამ შეკითხვას პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი, ლიკა თედიაშვილი პასუხობს.

1-დან 2 წლამდე ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ კვერცხთან დაკავშირებული ალერგიული რეაქციები, შეუძლიათ მიიღონ 1 -1 ½ კვერცხი დღის განმავლობაში, 2-3 წლის ასაკის ბავშვებს 2 კვერცხი დღეში,ხოლო 4-8 წლის ასაკსი დასაშვებია მაქსიმუმ 3-4 კვერცხის მიღება დღეში. განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია