წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში 23:15 საათზე ჩამოაბრძანებენ

წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში 23:15 საათზე ჩამოაბრძანებენ

წმინდა ცეცხლს თელ-ავივიდან თბილისში 23:15 საათზე ჩამოაბრძანებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" აეროპორტის საინფორმაციო სამსახურში განუცხადეს, წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში ჩარტერული რეისით ჩამოიტანენ. წმინდა ცეცხლს აეროპორტში სხვადასხვა ტაძრების სასულიერო პირები და მრევლი დახვდება. წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.

ნახეთ| რა ხდებოდა მაცხოვრის საფლავთან, როდესაც მორწმუნეებმა წმინდა ცეცხლი იხილეს

უფლის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი თბილისის დროით, წელს 15:31 საათზე გადმოვიდა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი მაცხოვრის საფლავზე 15:26 საათზე შევიდა. მანამდე იგი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა გაჩხრიკეს, მათ შორის პოლიციის წარმომადგენლებიც იყვნენ. იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა უფლის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის საგანგებო ლოცვა შეასრულა.

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია