შუხუთში ტრადიციული ლელობურთის თამაში გაიმართა

შუხუთში ტრადიციული ლელობურთის თამაში გაიმართა

მსოფლიო და ქართული მედიის ყურადღების ცენტრში აღდგომა დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელი შუხუთი აღმოჩნდა. აქ ყოველ აღდგომა დღეს ზემო და ქვემო შუხუთელები ლელობურთს თამაშობენ.

თამაში დაწყებამდე თოფი გავარდა, რის შემდეგ წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა საბამ 16 კილოგრამიანი ბურთი ააგდო და ორთაბრძოლა დაიწყო.

ლელოს ტრადიცია სათავეს შუხუთფერდის ბრძოლიდან იღებს. ლელოს გატანის წესები ასეთია: ბურთი იწონის ერთ ფუთს (16 კილოგრამს). ბურთის ტყავი ივსება სილით და ნახერხით. ძველად სანამ ბურთს ბოლომდე მოკერავდნენ, მანამდე აღდგომის წინა ღამეს, ბურთში აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა უძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული გაქრისტიანებული ღვინის დღესასწაულია. აგუნა შავი ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენის ნაზავია. გამარჯვებული ის არის, ვინც ლელოს ღელის გადაღმა გადაიტანს თავის მოთამაშეებიანად.

წელს ლელობურთის თამაში სამი საათი გაგრძელდა. თამაშის გამარჯვებული ქვემოურები ანუ ქვემო შუხუთელები აღმოჩნდნენ.

ლაშა გურული

AMBEBI.GE

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია