"ყველა შვილი მე თვითონ გავზარდე" - 35 წლის მაკა ხოხონიშვილი მეათე შვილს ელოდება

"ყველა შვილი მე თვითონ გავზარდე" - 35 წლის მაკა ხოხონიშვილი მეათე შვილს ელოდება

მაკა ხოხონიშვილი ჯერ მხოლოდ 35 წლისაა და უკვე 9 შვილის დედაა, მეათეს რამდენიმე თვეში ელოდება. ამბობს, რომ შვილები უფლის ყველაზე დიდი საჩუქარია. მთელ დღეს ბავშვების მოვლას ანდომებს, საკუთარი თავისთვის დრო არ რჩება, მაგრამ ამაზე არასოდეს წუწუნებს.

- 19 წლის გავთხოვდი. 20 წლის ვიყავი, როცა პირველი შვილი შემეძინა, 21 წლის ასაკში მეორე მეყოლა და ასე მიჰყვა ერთმანეთს 9 შვილი. ექვსი გოგო და 3 ბიჭი მყავს, მეოთხე ბიჭს ველოდებით.

- ბავშვების აღზრდაში ვინმე გეხმარებოდათ?

- ყველა შვილი მე თვითონ გავზარდე. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ვახერხებდი, შეუძლებელი არაფერია. ნელ-ნელა ვეჩვეოდი დატვირთულ რეჟიმს. მადლობა უფალს, ძალიან მშვიდი და ადვილად გასაზრდელი ბავშვები იყვნენ, ამიტომ უძილო ღამეები არ მქონია. რაც სკოლაში დაიწყეს სიარული, უფრო გამიჭირდა, განსხვავებული რეჟიმი აქვთ და ყველას უნდა შევუწყო ხელი.

- თითოეულ მათგანს თქვენ ეხმარებით გაკვეთილების მომზადებაში?

- სკოლაში შვიდი ბავშვი დადის, წარმოიდგინეთ, როგორ შევძლებ შვიდი ბავშვის მეცადინეობას? თავდაპირველად ვცადე, მაგრამ მხოლოდ სამი კვირა გაგრძელდა ასე, მერე ძალიან ცუდად გავხდი, უძილობები დამეწყო, ამიტომ გადავწყვიტეთ, მასწავლებელი აგვეყვანა. ბავშვები საპატრიარქოს სკოლაში სწავლობენ. სწავლის საფასურს არ ვიხდით, მხოლოდ კვების და ტრანსპორტირების ხარჯებს ვანაზღაურებთ. ჯერ სკოლის ბავშვებს ვამზადებ, როცა სკოლაში მიდიან, ბაღის ბავშვებს ვუბრუნდები,მათაც ვამზადებ და მიმყავს ბაღში. საღამოს სანამ ყველა თავს მოიყრის სახლში, ძალიან დაძაბული ვარ, უფროსებს ყოველ ერთ საათში ვურეკავ და ვკითხულობ, სად და როგორ არიან.

- უფროსები რამდენად იღებენ პატარების აღზრდაში მონაწილეობას, გეხმარებიან?

- ბოლო პერიოდში თითქმის ვეღარ მეხმარებიან. სკოლის გამო ძალიან დატვირთულები არიან, სკოლიდან მასწავლებლებთან, ცეკვაზე ან ხატვაზე მიდიან, როცა შინ ბრუნდებიან, უკვე ძალიან გვიანია. მარტოს მიწევს ამ ყველაფერთან გამკლავება. დიდი ხანი არ არის, რაც დედაჩემი გადმოვიდა ჩვენთან, ძალიან რთული ორსულობა მაქვს, ფეხზე ვერ ვდგებოდი, ამიტომ ის მეხმარება.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია