"არ ვამართლებ ბიჭების საქციელს, თუმცა მათ არ გაუსვრიათ"! - თავისუფლებას მოწყურებული გეგა კობახიძის ტრაგიკული თავგადასავალი

"არ ვამართლებ ბიჭების საქციელს, თუმცა მათ არ გაუსვრიათ"! - თავისუფლებას მოწყურებული გეგა კობახიძის ტრაგიკული  თავგადასავალი

ამბობენ, თენგიზ აბულაძის "მონანიების" გადაღებისას მუდამ მხიარული, ხუმარა გეგა კობახიძე ძალიან გამოიცვალა და გულჩათხრობილი გახდაო. მაშინ ის 20-21 წლის იყო, "მონანიება" კი მისთვის უკანასკნელი და დაუსრულებელი ფილმი აღმოჩნდა. 1983 წლის 18 ნოემბრისთვის, ანუ ე. წ. თვითმფრინავის ბიჭების "გაფრენის" დღემდე, ფილმის დიდი ნაწილი გადაღებული იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ფირები გაუნადგურებიათ. კინოარქივის ერთ-ერთ თანამშრომელს მხოლოდ ერთი ეპიზოდის ამსახველი ფირი გადაუმალავს და მოგვიანებით მის ქალიშვილს გეგას დედისთვის გადაუცია. ამიტომ ვერასოდეს შევაფასებთ გეგასეულ თორნიკე არავიძეს, მაგრამ გეგა თვითონ გაგვეცნო თორნიკესავით - ტრაგიკული და თავისუფლებას მოწყურებული.

კინორეჟისორ მიხეილ კობახიძისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობ ნათელა მაჭავარიანის ვაჟს კინოში მოხვედრა არ გაუჭირდებოდა, თუმცა ძალიან ცოტას თუ შეუძლია, ბავშვობაში შესრულებული 9 როლით შემოქმედის სახელი დატოვოს. ასე მგონია, გეგა ამას მხოლოდ ლაზარეს როლითაც შეძლებდა... 33-ე წელი გადის "თვითმფრინავის ბიჭების" ამბიდან. ცხოვრება კი გრძელდება გეგას გარეშე და... გეგასთან ერთად. უკვე მერამდენედ ვსტუმრობ ქალბატონ ნათელა მაჭავარიანს, გეგას დედას და ყელში ბურთივით გაჩხერილი ცრემლებით მერამდენედ "ვფურცლავ" ყველასგან გამორჩეული ლამაზი, მეოცნებე თბილისელი ბიჭის თავგადასავალს.

ნათელა მაჭავარიანი:

- 5-6 წლის იქნებოდა, როდესაც შინ თეატრის მაგვარი რამ მოაწყო და რატომღაც სერგო ზაქარიაძის სახელობის თეატრი უწოდა. საკუთარ "თეატრში" დრამატურგიც თვითონ იყო და რეჟისორიც, მსახიობად კი მეზობლად მცხოვრები პატარა გოგონა - ანუკა "მოიწვია". დაახლოებით, 7 წლის ასაკში მამამისმა გეგა კინოსტუდიაში წაიყვანა. იქ ნახა ქალბატონმა ნანა მჭედლიძემ, რომელიც იმხანად ნოველებისგან შემდგარ ფილმს - "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდებას" იღებდა და მოეწონა. ეს გახლდათ გეგას პირველი ფილმი და ვფიქრობ, დებიუტი ნამდვილად გამოუვიდა.

პატარა გეგა

პირველი ფილმის შემდეგ დრო გავიდა, გეგაც წამოიზარდა. დაახლოებით 10 წლის იყო, ტელევიზიასთან რეჟისორი ქართლოს ხოტივარი რომ შეგვხვდა და გაოცდა: როგორ გაზრდილა გეგა. ახლა "ლაზარეს" გადაღებას ვიწყებ, სწორედ მისი ასაკის ბიჭი მჭირდება, ბევრი მოვსინჯე, ერთი დავამტკიცე კიდეც, მაგრამ მაინც მინდა, გეგა მოვსინჯო და ეგებ მომიყვანოო. მივუყვანე, მოსინჯა უსიტყვოდ დაამტკიცა როლზე.

გაგრძელება

ინფორმაცია მშობლებისთვის - ხვალიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი იწყება

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევაა - stopcov.ge-ს დღევანდელი მონაცემები

"დღეს შაქარას გუნდმა მის გარეშე პირველი მატჩი ჩაატარა... "სპაერი" 2:0 დაამარცხა! ყველა გოლი შენ გეძღვნება შაქარ!" - კლუბი "საბურთალო