უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება

გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 3 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IIIა მიკრორაიონების, სოფელ გლდანის, ავშნის და მემედ აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვარის დასახლების, კვანტალიანის, გოძიაშვილის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, მოლითის, ახალდაბის, ბჟოლეთის, იფნევის, კვერნაულის, გოგაშენის, ჟველაურის, დვირის, ზვარეთის, თორნიკე ერისთავის, არალეთის, გვაზაურის, ზედაზენის, კოკინაკის, ქართლის, დიდი ჯიხაიშის, ქსოვრელის, რიონჰესის, დაისის, პეტრე გრუზინსკის და ცოტნე დადიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გედევანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია