"ვხუმრობთ, ცუკერბერგს ვაჯობეთო... AMBEBI.GE-მ Facebook-ს მთელი 5%-ით გაუსწრო"

"ვხუმრობთ, ცუკერბერგს ვაჯობეთო... AMBEBI.GE-მ Facebook-ს მთელი 5%-ით გაუსწრო"

IRI-მ 2016 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ინფორმაციის მისაღებად ინტერნეტმომხმარებლები ყველაზე ხშირად AMBEBI.GE-ს სტუმრობენ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 20% ინფორმაციას ინტერნეტში AMBEBI.GE-ს საშუალებით იღებს. მეორე ადგილს ქართველ გამოკითხულ რესპონდენტებში Facebook-ი იკავებს.

"ორი წელია IRI-ს რეიტინგში AMBEBI.GE პირველ პოზიციაზეა. წელს სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა და მათმა 20%-მა თქვა, რომ AMBEBI.GE მისი მთავარი ინფორმაციის წყაროა. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმით, რომ 20% ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო ამ რეი­ტინგში, არამედ იმითაც, რომ Facebook-ს,­ რომელიც ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინფორმაციის წყაროა მთელ მსოფლიოში, საქართველოში AMBEBI.GE-მ გაუსწრო და თანაც მთელი 5%-ით. მარკ ცუკერბერგს ვაჯობეთო, ვხუმრობთ" - ამბობს "კვირის პალიტრასთან საუბარში" AMBEBI.GE-ს რედაქტორი ეთო ფურცხვანიძე.

"საქართველოში Facebook-ს AMBEBI.GE-მ აჯობა. მთელი გუნდი დიდ სიხარულსა და ემოციას განვიცდით, ეს სიხარული მთელმა "პალიტრამედიამ" გაიზიარა. ამავე დროს ვაცნობიერებთ, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს, რადგან ადამიანებს, რომლებიც დილაობით ხსნიან­ AMBEBI.GE-ს, ოპერატიულად უნდა მივაწოდოთ ობიექტური, საინტერესო და ექსკლუზიური ინფორმაცია. დაახლოებით 120 ათასამდე კაცი კით­ხულობს ყოველდღიურად AMBEBI.GE-ს,­ რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც ინტერნეტში შემოდის, ეცნობა ინფორმაციას ჩვენს საიტზე. IRI-ს გამოკითხვის რეიტინგში ყველა კონკურენტ პორტალს გავუსწარით დიდი პროცენტით. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი მომხმარებლისთვის მართლაც მთავარი ინფორმაციის წყარო ვართ AMBEBI.GE. წინა წელსაც ანალოგიური პროცენტული მაჩვენებლით ვლიდერობდით IRI-ს გამოკითხვის შედეგებში. წელს წინა წლის რეკორდი გავიმეორეთ  განაგრძეთ კითხვა

ასევე წაიკითხეთ: "რაღაცნაირი ხიბლი აქვს ამ საიტს, გინდა რომ იქ შეხვიდე" - რას ფიქრობენ ცნობილი სახეები AMBEBI.GE-ის ლიდერობაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია