რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად მაღალპროცენტიან ანაბრებთან

რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად მაღალპროცენტიან ანაბრებთან

საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა ფინანსურ პრობლემებს განიცდის, თუმცა, ფულის დაბანდების მსურველების რიცხვი არც ისე მცირეა. ქვეყანაში ფინანსური რესურსების შენახვის რამდენიმე გზა არსებობს. ექსპერტების შეფასებით, მათგან ყველაზე უსაფრთხო ბანკებია, თუმცა, მოქალაქეები მაღალი სარგებლის მიღების მიზნით, ხშირად სხვა სახის საფინანსო კომპანიებს მიმართავენ, რომლებიც მომხმარებელს თანხის შენახვის სანაცვლოდ უჩვეულოდ მაღალ საპროცენტო სარგებელს სთავაზობენ. მსგავს ორგანიზაციებთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ეროვნულმა ბანკმა გამაფრთხილებელი განცხადებაც კი გაავრცელა:

"ბოლო პერიოდში გახშირდა სხვადასხვა იურიდიული პირების მხრიდან მაღალი საპროცენტო სარგებლის დაპირების სანაცვლოდ თანხების სესხის ან თამასუქის სახით მოზიდვის რეკლამირება. დაბანდებული თანხების დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ მიიღონ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება. თანხის დაბანდებამდე კი აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ მაღალი საპროცენტო სარგებელი, სხვა თანაბარ პირობებში, გულისხმობს ასევე მაღალ რისკს".

როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, სანამ თანხის დაბანდებას მსგავსი ტიპის ორგანიზაციაში გადაწყვეტს და რა საფრთხის შემცველია ეს ნაბიჯი. ამ შეკითხვებით ALLNEWS.GE-იმ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელს გიორგი კეპულაძეს მიმართა:

წაიკითხეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია