ლაშა ტუღუში Facebook-თან შედარებით AMBEBI.GE-ს უპირატესობას ლოგიკურად მიიჩნევს

ლაშა ტუღუში Facebook-თან შედარებით AMBEBI.GE-ს უპირატესობას ლოგიკურად მიიჩნევს

მედიის მიმართ საზოგადოების ინტერესი ლოგიკურია, რადგან სოციალური ქსელებისგან განსხვავებით, მკითხველი უფრო უკეთეს და დახვეწილ ინფორმაციას იღებს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” მედიაექსპერტმა ლაშა ტუღუშმა განუცხადა, რითაც IRI-ის კვლევის შედეგს გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ინტერნეტით ინფორმაციის მიღების მიზნით, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი - 20% საინფორმაციო პორტალ AMBEBI.GE-ზე შედის, 15% კი კი ინფორმაციას ინტერნეტსაიტებს შორის „ფეისბუქიდან“ იღებს.

როგორც ტუღუშმა განმარტა, მედიაში მომუშავე ადამიანები, პროფესიულად ამზადებენ ინფორმაციას.

”მედიაში მომუშავე ადამიანები, პროფესიულად ამზადებენ ინფორმაციას. იქ იცავენ სტანდარტებს და მათ მიერ მომზადებული ინფორმაცია უფრო უკეთესი, დახვეწილი და მრავალფეროვანია. შესაბამისად მის მიმართ მეტი ინტერესი ლოგიკურია, თუმცა სოციალური ქსელები ძალიან კარგი საშუალებაა ადამიანებისთვის, რათა მათ ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარონ”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ლაშა ტუღუშმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, საქართველოში ინტერნეტით ინფორმაციის მიღების მიზნით, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი - 20% საინფორმაციო პორტალ AMBEBI.GE-ზე შედის. გამოკითხვის თანახმად, 15% კი ინფორმაციას ინტერნეტსაიტებს შორის „ფეისბუქიდან“ იღებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია