კონსტანტინე გამსახურდიას პანაშვიდზე ერთ კადრში აღბეჭდილი ორი პრეზიდენტი - უნიკალური ფოტოს ისტორია

 კონსტანტინე გამსახურდიას პანაშვიდზე ერთ კადრში აღბეჭდილი ორი პრეზიდენტი - უნიკალური ფოტოს ისტორია

3 მაისს კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა. გენიალური ქართველი მწერლის დაბადებიდან 123 წელი გავიდა. გამსახურდია 1893 წელს სოფელ ძველ აბაშაში სიმონ გამსახურდიასა და ელისაბედ (ლისა) თოფურიძის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. კონსტანტინე სიმონის ბოლო, მეცხრე შვილი იყო.

ამ დღესთან დაკავშირებით ერთი უნიკალური ფოტოს ისტორია გვინდა გავიხსენოთ, რომელიც 1975 წლის 17 ივლისს ჯემალ კასრაძემ გადაიღო. მაშინ კასრაძე გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" მუშაობდა და სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მწერალთა კავშირის შენობაში იყო მივლენილი, სადაც კლასიკოსი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. "გზასთან" ინტერვიუში ფოტოგრაფი ფოტოს საინტერესო ისტორიას იხსენებს:

"იმ პერიოდში ჩვენი გაზეთის რედაქტორი ვახტანგ ჭელიძე გახლდათ და სწორედ მისი დავალებით აღმოვჩნდი კონსტანტინე გამსახურდიას სამოქალაქო პანაშვიდზე. ცხადია, იმ ისტორიული ფაქტის ფირზე აღბეჭდვა მევალებოდა. იქ იყვნენ მწერლის ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები, კოლეგები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები: ავლიპ ზურაბაშვილი, ილია ვეკუა, გრიგოლ აბაშიძე... მოვიდა ედუარდ შევარდნაძეც, რომელიც მაშინ საქართველოს ცეკას მდივანი გახლდათ. შეკრებილმა საზოგადოებამ ერთად, წუთიერი დუმილით პატივი სცა გარდაცვლილი მწერლის ხსოვნას, რაც ამ ფოტოზე აღიბეჭდა კიდეც...

- ბატონო ჯემალ, ფოტოზე მარჯვენა კუთხეში დაფიქსირებულია კონსტანტინე გამსახურდიას ვაჟი, ზვიად გასახურდია, რომელიც იმ პერიოდში დისიდენტურ საქმიანობას ეწეოდა... თუ გახსოვთ, როგორ შეხვდნენ ედუარდ შევარდნაძე და ზვიად გამსახურდია ერთმანეთს?

- როდესაც ედუარდ შევარდნაძე მოვიდა, ბატონი ზვიადის მზერა შეუმჩნეველი არავისთვის ყოფილა. მან საოცარი მზერა ესროლა ცეკას მდივანს, მას მერე, რაც ისინი ერთმანეთს გაუსწორდნენ... განაგრძეთ კითხვა

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია