კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარედ არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სავარაუდოდ ”თანაინვესტირების ფონდმა” შეიძინა

კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარედ არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სავარაუდოდ ”თანაინვესტირების ფონდმა” შეიძინა

კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარედ არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სავარაუდოდ "თანაინვესტირების ფონდმა" შეიძინა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე დღეს 19:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში" პრესკონფერენციას გამართავს.

"შეიძინა თუ არა თანაინვესტირების ფონდმა აღნიშნული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ჯერჯერობით ვერ გეტყვით. შემიძლია მხოლოდ ის დაგიდასტუროთ, რომ 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის აუქციონზე შეძენის საკითხთან დაკავშირებით დღეს, 19:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში", ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე პრესკონფერენციას გამართავს", - განაცხადეს თანაინვესტირების ფონდში.

კრწანისი-შინდისის მშენებარე გზის მიმდებარედ 29 ჰექტარი მიწა 6 326 495 ლარად გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო.

აუქციონი, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ 22 აპრილს გამოაცხადა. მისი პირობების თანახმად, გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი 6 233 000 ლარს შეადგენდა.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის განმავლობაში (48 თვის ვადაში) განახორციელოს არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა; ასევე სასტუმრო კომპლექსისთვის უზრუნველყოს არანაკლებ 50 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა.

გარდა ამისა, ხელშეკრულების გაფორმებიდან სააუქციონო პირობების შესრულებამდე პერიოდის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის მერს აღნიშნული აუქციონის შეჩერებისკენ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა. ისინი აცხადებენ, რომ ტერიტორიის შეძენა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს სურს. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აუქციონის დასრულებას თბილისის მერიასთან ელოდებიან.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია