პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო

2016-2017 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დღეს, 09.00 საათზე დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა გუშინ პრესკონფერენცია გამართა. მისი განმარტებით, რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ვებ-გვერდზე - registration.emis.ge და დასრულდება 25 მაისს, 20.00 საათზე.

რეგისტრაციის სისტემაზე გადასვლა შესაძლებელი იქნება ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ბმულიდან.

როგორც გიგაურმა განმარტა, მოსწავლის დასარეგისტრირებლად აუცილებელია რეგისტრაციის სისტემაში შესაბამის ველებში იქნას მითითებული ბავშვის პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მშობლის მონაცემები. ამის შემდეგ მშობელმა უნდა აირჩიოს სასურველი სკოლა და დააჭიროს რეგისტრაციის ღილაკს. რეგისტრაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში რეგისტრაციის უნიკალურ კოდს რეგისტრატორი მიიღებს როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

როგორც გიგაურმა აღნიშნა, პირველკლასელთათვის 70.500 ადგილია გამოყოფილი და ამ ეტაპზე დარჩენილია 52 ათასზე მეტი თავისუფალი ადგილი.

”შესაბამისად არც ერთი ბავშვი არ დარჩება სკოლის გარეშე”, - განაცხადა გიგაურმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია