ბინებით გადაუდებელ დახმარებას 30 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი საჭიროებს

ბინებით გადაუდებელ დახმარებას 30 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი საჭიროებს

2015 წლის დეკემბერში 330 დევნილ ოჯახს თბილისის ზღვაზე, "ოლიმპიურ სოფელში" ბინა გადაეცა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, ბინების გადაცემა 2016 წელსაც გაგრძელდება. როდის და რამდენ დევნილ ოჯახს გადაეცემა ბინა, ამის შესახებ ALLNEWS.GE დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსს, მურად აბლოთიას ესაუბრა.

"წინასაახალწლოდ, 2015 წლის ნოემბერსა და დეკემბერში ბინები გადაეცა 561 დევნილ ოჯახს, მათ შორის 330 ოჯახი თბილისის ზღვაზე, "ოლიმპიურ სოფელში" შესახლდა, დანარჩენები თბილისის სხვადასხვა უბანში მენაშენეებისაგან გამოსყიდულ, ახალაშენებულ კორპუსებში შესახლდნენ, კერძოდ, დიდ დიღომში, ჩუღურეთის რაიონში და ვარკეთილში".

-2015 წლის დეკემბერში, როდესაც თბილისის ზღვაზე ოჯახებს ბინები გადაეცით, რამდენიმე ოჯახს პრობლემა შეექმნა, მათი თქმით, გადაცემულ ბინებში სხვები იყვნენ შესულები, მოგვარდა ეს პრობლემა?

-ეს იყო ტექნიკური შეცდომა. თავად ამ ოჯახებს შეეშალათ სადარბაზოები, სხვანაირად იყო დანომრილი და ხალხი გაურკვევლობაში აღმოჩნდა, მაგრამ პრობლემა მეორე დღესვე მოგვარდა.

-ბინების გადაცემის მორიგი ეტაპი როდის დაიწყება?

-მაისში, 10 დევნილ ოჯახს შევასახლებთ თბილისის ზღვაზე "ოლიმპიურ სოფელში" და შემოდგომაზე, აგვისტო-სექტემბერში კიდევ 400 ოჯახს შევასახლებთ, მათ შორის 200 ოჯახს თბილისის ზღვაზე, 200 კი ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში, მენაშენეებისგან გამოსყიდულ ბინებში შევა.

წაიკითხეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია