რა სიახლეებია თბილისის ზოოპარკში - "ბევრი ისეთი ცხოველი იქნება, რომელიც ჯერ არასდროს გვყოლია"

რა სიახლეებია თბილისის ზოოპარკში - "ბევრი ისეთი ცხოველი იქნება, რომელიც ჯერ არასდროს გვყოლია"

თბილისის ზოოპარკი მაისის ბოლოს, ასზე მეტ ცხოველს მიიღებს, - ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, თბილისის ზოოპარკმა რიგის ზოოპარკიდან 7 ცხოველი უკვე მიიღო, ხოლო 100-ზე მეტ ცხოველს ისინი ევროპის სხვადასხვა ქალაქის ზოოპარკებიდან ელოდებიან.

„ველოდებით ევროპის სხვადასხვა ქალაქის ზოოპარკიდან ასზე მეტ ცხოველს, ბევრი ისეთი ცხოველი იქნება, რომელიც ჯერ არასდროს ყოლია თბილისის ზოოპარკს. მაგალითად, ანტილოპა გნუ და მაიმუნების ორი სახეობა“, - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ.

ზოოპარკის დირექტორის განმარტებით, ახალი ცხოველების დასახვედრად ვოლიერები უკვე მზად არის.

ამასთან, როგორც გურიელიძემ აღნიშნა, ზოოპარკის იმ ტერიტორიაზე, რომელიც სტიქიის დროს გადარჩა, ახლა მიმდინარეობს ვოლიერების მშენებლობა, რომელიც დღე-დღეზე დასრულდება და მზად იქნება ახალი ცხოველების მისაღებად.

თვალები ახამხამეთ რაც შეიძლება ხშირად, ეკრანი არ უნდა კაშკაშებდეს - ოფთალმოლოგის რეკომენდაციები მოსწავლეებს და მათ, ვინც კომპიუტერთან მუშაობს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სოფელ მუშევანში კორონავირუსი კიდევ ოთხ პირს დაუდგინდა - ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ინფიცირების სულ 160 შემთხვევაა დადასტურებული