"ხელში ავიღე მისი ფეხი და დავდე" - რას ჰყვება თვითმხილველი "კომედი შოუს" მსახიობის ავარიაზე და როგორია მისი მდგომარეობა

"ხელში ავიღე მისი ფეხი და დავდე" - რას ჰყვება თვითმხილველი "კომედი შოუს" მსახიობის ავარიაზე და როგორია მისი მდგომარეობა

"კომედი შოუს" მსახიობი გიორგი გოცირიძე 27 აპრილს ღამით, დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე მძიმე ავარიაში მოჰყვა. შოკურ მდგომარეობაში მყოფი გიორგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ამჟამად ის ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში იმყოფება. გულ-მკერდისა და მუცლის ღრუს დახურული დაზიანებები ჰქონდა, ასევე - წვივების მოტეხილობები. ორი მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

უბედურ შემთხვევას განათლების მინისტრის, თამარ სანიკიძის მრჩეველი, ოთარ აბესაძე შეესწრო. ის ტელეკომპანია "მაესტროს" შენობიდან გამოდიოდა, როცა მანქანის დაჯახების ხმა გაიგონა და ძირს დავარდნილი ადამიანის დასახმარებლად ერთ-ერთი პირველი მივიდა. ბატონმა ოთარმა "სარკეს" შემთხვევის დეტალები უამბო:

- დაახლოებით ღამის 11 საათიდან 12-ის ნახევრამდე შუალედი იქნებოდა. შეჯახების მომენტი არ დამინახავს, მანქანის დამუხრუჭების ხმა გავიგონე და დავინახე, შეჯახების შედეგად ადამიანი ძირს რომ დავარდა. მანქანა გავაჩერე და შევეცადე, პირველადი დახმარება გამეწია. იმ მომენტში არც ვიცოდი, ვინ იყო. ჩემი ჭკუით რაც მოვიფიქრე, ის დახმარება აღმოვუჩინე.

- როცა გიორგისთან მიხვედით, გონზე იყო?

- კი, გონზე იყო, ადგომას ცდილობდა. თავი ჰქონდა დარტყმული, სისხლი სდიოდა. ვცდილობდი,

ფეხზე არ ამდგარიყო და მისი ხელები გამეჩერებინა, არ ემოძრავებინა. რაღაცები მეც არ მახსოვს, რადგან შოკში ვიყავი. ყველაზე მძიმე დაზიანება ფეხზე ჰქონდა. საკაცეზე რომ გადავიყვანეთ, ჯერ ის დავაწვინეთ და მერე ხელში ავიღე მისი ფეხი და დავდე, მხოლოდ კანს ეკავა. გიორგის, გულის და ტვინის გარდა, თითქმის ყველა ორგანო დაზიანებული აქვს. ნაწლავები დახეთქილი ჰქონია და საკმაოდ მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. ჯანმრთელი ბიჭია, კარგი იმუნიტეტი აქვს და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერს მოერევა. რაც ადამიანის ძალებსა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, ექიმები ყველაფერს აკეთებენ.

ეკა ლემონჯავა

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია