"მაჩუქეთ მე ეს ქალი" - რატომ დაუპირისპირდა ლავრენტი ბერია სანდრო ახმეტელს?

"მაჩუქეთ მე ეს ქალი" - რატომ დაუპირისპირდა ლავრენტი ბერია სანდრო ახმეტელს?

წლების წინ რუსთაველის თეატრში მომხდარი კონფლიქტის მიზეზებზე ჟურნალ "გზასთან" ცნობილი თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გუბაზ მეგრელიძეს საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

გუბაზ მეგრელიძე:

- რაც მეტი დრო გადის, მით უფრო იზრდება ინტერესი რუსთაველის თეატრში მომხდარი კონფლიქტის შესახებ. ამ ხნის მანძილზე საზოგადოებაში არაერთი ვერსია, ჭორი გავრცელდა. ჩამოყალიბდა შეხედულება, თითქოს სანდრო ახმეტელის რეპრესირება აკაკი ხორავასა და აკაკი ვასაძის ბრალი იყო. ამ ვერსიას ახმეტელის მეუღლე, თამარ წულუკიძე და მისი მხარდამჭერები ავრცელებდნენ. გამკითხავიც არავინ იყო, ვინაიდან "სუკის"არქივი მიუწვდომელი გახლდათ და დოკუმენტების გაცნობა ვერ ხერხდებოდა. ბოლო 20 წლის მანძილზე, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. "სუკის"არქივის გახსნის შემდეგ, პირველმა მოვახერხე, გავცნობოდი "სანდრო ახმეტელის საქმეს"და სიმართლე დამედგინა.

...

- ამ კონფლიქტს თავისი წინა პირობა ჰქონდა. ხორავა წერს, რომ ახმეტელისა და წულუკიძის შეუღლების წინააღმდეგ წავიდნენ ახმეტელის უახლოესი მეგობრები, მაგრამ საშას თხოვნის შემდეგ, - "მაჩუქეთ მე ეს ქალი", იძულებული გახდნენ, შეჰგუებოდნენ ახმეტელის გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ, წულუკიძე ცდილობდა, ურთიერთობა გაეფუჭებინა ახმეტელსა და ხორავას შორის. მან ახალგაზრდა მსახიობთა ჯგუფი შემოიკრიბა და ცდილობდა, მეუღლე დაერწმუნებინა, რომ ძირითადი მუშაობა მათთან წარემართა. ვითარება გამწვავდა თეატრის 10 წლის საიუბილეოდაც. აკაკი ხორავამ და აკაკი ვასაძემ სახალხო არტისტის წოდებები მიიღეს, წულუკიძე კი დამსახურებული არტისტის წოდების მიღებით უკმაყოფილო დარჩა. ამავე დროს, ახმეტელმა კრება მოიწვია, სადაც ხელისუფლება გააკრიტიკა თეატრისადმი არასაკმარისი ყურადღების გამო, რომლის საწინააღმდეგოდ აკაკი ხორავა გამოვიდა. ახმეტელს ისიც არ მოსწონდა, რომ წამყვანი მსახიობებისადმი ხელისუფლებაც ყურადღებას იჩენდა. თეატრში შეიქმნა ორი დაჯგუფება და წულიკიძის მომხრეები საშას თითქოს, მისი ძველი მეგობრებისგან (ხორავა, ვასაძე, პატარიძე, ტუსკია, აღსაბაძე, გამრეკელი, აფხაიძე, საღარაძე, ჯაფარიძე, ლაფაჩი, თუშიშვილი და სხვები) იცავდნენ, რის გამოც ინტრიგები ღრმავდებოდა. ამდენად, წულიკიძემ მისი გარემოცვით მოახერხა, ერთგული მეგობრებისგან საშას იზოლირება.

ასეთ დაძაბულ ვითარებაში მოუხდა კოლექტივს ბაქოში, საგასტროლოდ გამგზავრება. ცხადია, "აფეთქებისთვის"ნაპერწკალიც საკმარისი იქნებოდა და ეს საბედისწერო დღე 22 ივნისს, სპექტაკლ "ლამარას"თამაშის წინ დადგა. სასტუმროს რესტორანში ჩაის დასალევად შესულ ხორავას ძველი მეგობარი, ცნობილი სომეხი მსახიობი - აბელიანი დახვდა და თავის მაგიდასთან მიიწვია. განაგრძეთ კითხვა

როგორ ვისარგებლოთ იპოთეკური სესხების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამით?

იმერეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით საშუალო ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა

ვინ იყო ქუთაისში სასტიკად მოკლული 30 წლის ქალი