"დათა თუთაშხია" - ფილმი, რომელმაც ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა

"დათა თუთაშხია" - ფილმი, რომელმაც ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა

"თენგიზი ძალიან ძუნწი ხერხებით აღწევს დიდ შედეგს. ეს არის სწორედ ოსტატობა..."

ხშირად ხდება - წაკითხული წიგნის ეკრანიზაციას ნახავ და იმედგაცრუება გეუფლება. "დათა თუთაშხია" კი ფილმი-შედევრია, რომელიც ლიტერატურული შედევრიდან შეიქმნა, ამდე-ნად, იმ იშვიათ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა პირველწყაროც და ფილმიც ადამიანზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს. საბჭოთა დროს მსგავსი ფილმის შექმნა რისკთან იყო დაკავშირებული - შეიძლებოდა, ცენზურის მსხვერპლი გამხდარიყო. საბედნიეროდ, რეჟისორების მოხერხებულობამ და ზოგიერთმა სხვა ფაქტორმა ფილმს ეკრანისკენ გზა გაუხსნა. როგორ იქმნებოდა "დათა თუთაშხია" და რა უსწრებდა წინ მის გადაღებას, ამის შესახებ "დათა თუ-თაშხიას" დამდგმელი რეჟისორი (გიგა ლორთქიფანიძესთან ერთად), ბატონი გიზო გაბისკირია მოგვითხრობს.

- ბატონო გიზო, ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია" 1973 წელს წიგნად გამოიცა, 1975 წელს კი მის კინოვერსიაზე მუშაობა დაიწყეთ. მიამბეთ იმ ფიქრებზე, რომელიც ფილმს წინ უძღოდა.

- "დათა თუთაშხიას" ბეჭდვა 1971-72 წლებში ჟურნალმა "ცისკარმა" დაიწყო და საქართველოში მაშინვე პოპულარული გახდა. მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდი (ვსწავლობდი კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე) და ბუნებრივია, არც ერთ ღონისძიებას, რომელიც საქართველოს უკავშირდებოდა, არ ვაცდენდი. რომანის შეძენა მოსკოვში, გალაკტიონის საღამოზე მოვახერხე. მახსოვს, ორი წიგნი ვიყიდე - ჭა-ბუას "დათა თუთაშხია" და ოთარ ჭილაძის "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა". ამ წიგნების ორივე ავტორს ვიცნობდი და უაღრესად დიდ პატივს ვცემდი. დამათენდა ის ღამე "დათა თუთაშხიას" კითხვაში და ვხედავ, წიგნი ხელში მელევა. გადავკეცე და გადავდე - შევინახე, გავიხანგრძლივე კითხვის პროცესი. იმის ილუზია არ გამჩენია, რომ ამის გადაღების უფლებას ვინმე მომცემდა. ძალიან გასაკვირი იქნე-ბოდა ჩვენს იერარქიაში, რომ სადიპლომო ნაშრომის შემდეგ, რეჟისორისთვის ამხელა ფილმი მიეცათ გადასაღებად. გავიდა ხანი. ისევ მოსკოვში ვიყავი და რეზო ჩხეიძემ დამირეკა (ჩემი სადიპლომო ნამუშევარი ჰქონია ნანახი და დაინტერესდა ჩემი ბედით). - რას აკეთებო? - მკითხა. - "მოსფილმში" ფილმის გადაღებას ვაპირებ-მეთქი, - ვუპასუხე. ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, რადგან კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორმა, რომელიც რეზო ჩხეიძის დანიშვნამდე მუშაობდა იქ, არ მომცა სა-შუალება საქართველოში მემუშავა. რეზომ მითხრა, - მანდ ნუ ზიხარ, ჩამოდი და აქ ფილმი გადაიღეო. რაღაც პერიოდის შემდეგ მოსკოვში ჭაბუა ამირეჯიბი ჩამოვიდა და როგორც ყოველთვის, დამი-რეკა; მითხრა, - აქ ჩემს დასთან, როდამთან გავჩერდიო. იმ საღამოს, ახალაშენებულ სასტუმრო "რო-სიის" რესტორანში დავსხედით. ულამაზესი და-ძმა! როდამის იტალიელი მეუღლეც იქ იყო - დიდი ფიზიკოსი, ბრუნო პონტეკორვო. ბუნებრივია, ცოტა დავლიეთ კიდეც და ჭაბუამ მკითხა: - იცი, რომ "დათას" გადაღებები იწყებაო? არაფერი ვიცოდი. ჭაბუ

ამ გააგრძელა: - და რამე რომ იყოს, გადაი-ღებდიო? - ისე ვარ მოჯადოებული, რომ ალბათ გადავდგამდი ამ საბედისწერო ნაბიჯს-მეთქი, - ჩავიცინე. - აბა, თუ ვინმე გადაიღებს ამ ფილმს, მათ შორის შენც იქნებიო, - მითხრა, მაგრამ მაინც ვერ დავიჯერე ჭაბუას სიტყვები და ეს ცოტათი, ღვინოსაც მივაწერე... არადა, რაც თქვა, მერე ყველა-ფერი შეასრულა. გიგას ზარმა კი, თბილისიდან, ყველაფერი საბოლოოდ გადაწყვიტა, - მან თავისთან ერთად მუშაობა შემომთავაზა.

- ამან საფიქრალი გაგიჩინათ?

- რა თქმა უნდა! ასეთი ნაწარმოების ეკრანიზაცია დიდი პასუხისმგებლობაა რეჟისორისთვის. როგორია ასეთი გენიალური ნაწარმოების გაფუჭება?! ამ პერიოდში კინოსტუდიის რედაქტორად გია ბადრიძე, ცნობილი მომღერლის, დავით ბადრიძის ვაჟიშვილი მუშაობდა. სწორედ მას გაუჩნდა "დათა თუთაშხიას" ეკრანიზაციის იდეა და რეზო ჩხეიძეს გაანდო. თავიდან 24 სერიის გადაღება უნდოდათ, მაგრამ მოსკოვმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა მოსკოვსა და თბილისს შორის მოლაპარაკება, სცენარის ჩატანა-ჩამოტანა, ხელახალი წაკითხვა, სამხატვრო საბ-ჭოზე გატანა... რუსები ჯიუტად ითხოვდნენ 3-4 სერიას. ძალიან დაზარალდებოდა ტექსტი... ბოლოს, 7 სერიაზე შეჩერდნენ და ჭაბუაც დათანხმდა. როდესაც ჩვენ ჩავერთეთ პროცესში, უკვე გადაწყვეტილი იყო 7 სერიის გადაღება.

- სცენარზე თავად ბატონმა ჭაბუამ იმუშავა? ... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია