26 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული მუსიკოსების, ტეო ტეარდოსა და ბლიქსა ბარგელდის კონცერტი გაიმართება

26 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული მუსიკოსების, ტეო ტეარდოსა და ბლიქსა ბარგელდის კონცერტი გაიმართება

26 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული მუსიკოსების, ტეო ტეარდოსა და ბლიქსა ბარგელდის კონცერტი გაიმართება.

ორი დიდი მუსიკოსის გამორჩეული კოლაბორაცია 2013 წლიდან იწყება. ცოცხალი სიმებისა და ელექტრონიკის ნაზავი სრულ ჰარმონიას ქმნის, რომელიც ერთ ალბომში “Nerissimo” ერთიანდება. ალბომი ორ ქალაქში, ბერლინსა და რომში იქმნებოდა ორი წლის განმავლობაში.

ბლიქსა ბარგელდი ისეთ ცნობილ ჯგუფებში უკრავდა, როგორიცაა: Nick Cave and the Bad Seeds და Einstürzende Neubauten.

ტეო ტეარდოსა და ბლიქსა ბარგელდის კონცერტი თანამედროვე მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის - SOU [stream of unconsciousness - არაცნობიერის ნაკადი] ფარგლებში გაიმართება.

ტეო ტეარდოსა და ბლიქსა ბარგელდის კონცერტი დიდ საკოცნერტო დარბაზში, 26 მაისს, 21:00 საათზე გაიმართება.

18 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით თბილისში, 5 სხვადასხვა კულტურული ინსტიტუციის სივრცე თანამედროვე მსოფლიო მუსიკალური სივრცის წამყვან შემსრულებლებს უმასპინძლებს. ორი კვირის განმავლობაში 6 მუსიკალური ღონისძიება ჩატარდება. ამ პერიოდის განმავლობაში თბილისს ოცზე მეტი მუსიკოსი და არტისტი ეწვევა.

SOU 2016 აერთიანებს შემდეგ ღონისძიებებს:

Alva Noto/ მარჯანიშვილისთეატრისდიდისცენა / 18 მაისი

Ryoji Ikeda / თბილისისკონსერვატორიისდიდისაკონცერტოდარბაზი / 19 მაისი

Raster Noton Night / თბილისისარქეოლოგიურისაცავი / 21 მაისი

Rafael Anton Irisarri / წმინდაპეტრესადაპავლესკათოლიკურიეკლესია / 23 მაისი

Theo Teadro&BlixaBergeld/ ფილარმონიისდიდისაკონცერტოდარბაზი / 26 მაისი

Tokyo Techno Night / თბილისისარქეოლოგიურისაცავი / 28 მაისი

ფესტივალი ახალი აუდიო-ვიზუალური პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ, თანამედროვეობის აქტუალურ და ექსპერიმენტულ ნამუშევრებს, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურულ გზაჯვარედინზე წარმოადგენს. ამასთან, SOU FESTIVAL-ში მონაწილეობენ ის მუსიკოსები და არტისტები, რომლებმაც საკუთარი შემოქმედებით დიდი გავლენა იქონიეს თანამედროვე მუსიკის განვითარებაზე.

ფესტივალი ქვეყნის ერთგვარი მაორიენტირებელი მოვლენა იქნება, რომელიც ქალაქის კულტურული პოტენციალს, მისი მემკვიდრეობასა და თანამედროვეობას გლობალურ კულტურულ კონტექსტთან მიმართებაში წარმოაჩენს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია