შეამოწმეთ თქვენი შვილი ჰიპერაქტიურობაზე - როდის უნდა მიაკითხოთ ექიმს

შეამოწმეთ თქვენი შვილი ჰიპერაქტიურობაზე - როდის უნდა მიაკითხოთ ექიმს

მოუსვენარი შვილი გყავთ? სწრაფად ღიზიანდება, ცოტა სძინავს და ხშირად ტირის? გგონიათ, რომ ზედმეტად აქტიურია? ფიქრობთ, რომ ჰიპერაქტიური ბავშვია? თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ მსგავსი დიაგნოზი, კომპლექსური გამოკვლევის შედეგად, მხოლოდ ნევროლოგმა უნდა დასვას. თუმცა, სანამ ექიმამდე მიხვალთ, შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული ტესტი გამოიყენოთ. ასევე გთავაზობთ პასუხებს კითხვებზე, რომლებსაც მშობლები ყველაზე ხშირაად ხვამენ.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი შვილი ზედმეტად აღგზნებადია?

იყავით მის მიმართ მშვიდი

ნუ ეცდებით მის ინტენსიურად რწევას, არასდროს ანჯღრიოთ. მის დასამშვიდებლად გამოიყენეთ ერთი და იგივე მეთოდი. რადგან ჰიპერაქტიური ბავშვები მეტად მგრძნობიარეები არიან. ბავშვის საწოლს ნელა მიუახლოვდით. საფენის გამოცვლისას აუცილებლად მოეფერეთ ფეხებზე, ღიმილითა და ტკბილი სიტყვებით ესაუბრეთ. თუ ბავშვი კუნთებს ჭიმავს, ე.ი. თქვენი ქმედება სწრაფი და აქტიურია.

მოეხვიეთ, მოეფერეთ, აკოცეთ

ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია, რომ მას ხშირი კონტაქტი ჰქონდეს დედასთან. ჩვილი აფასებს საკუთარ თავს გარშემო მყოფების შეფასებით. პირველ რიგში კი - მშობლების. თუ ბავშვი გრძნობს, რომ უფროსებს იგი უყვარს, მეტად დარწმუნებულია საკუთარ თავში, ძალებში.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე

დაბადების პირველ თვეებში პრაქტიკულად ყველა ჩვილი ჭირვეულია, ზოგიერთი კი - აუტანელი. თუმცა, პანიკაში ნუ ჩავარდებით, სიმშვიდე შეინარჩუნეთ. რადგან ბავშვი გრძნობს დედის ცუდ განწყობას და კიდევ უფრო ხმამაღლა იწყებს ტირილს. აიყვანეთ ჩვილი ხელში, უმღერეთ, მოეფერეთ, ზღაპარი წაუკითხეთ. თუ საკუთარ ნერვოზულობას ვერ უმკლავდებით, ოჯახის წევრს სთხოვეთ ატირებული ბავშვის ხელში აყვანა. გახსოვდეთ, ვერ შეძლებთ ატირებული ბავშვის დამშვიდებას, თუ თავად არ გაქვთ ნერვები დაწყნარებული.

დააკმაყოფილეთ ბავშვის მოთხოვნები

როცა ბავშვი ტირის ძუძუზე ნუ მიიწებებთ. ზოგჯერ ბავშვები მოწყენილობისგან ტირიან. ხშირად მიდით ჩვილთან, გაუღიმეთ, მხიარული სიმღერა ჩაურთეთ, ზღაპარი წაუკითხეთ/მოასმენინეთ. ზოგჯერ ეს დამაწყნარებლად მოქმედებს მასზე. მნიშვნელოვანია გამოიცნოთ, თუ რას სურს თქვენს პატარას. არ გამოკვებოთ, როცა საფენი აქვს გამოსაცვლელი და ნუ დაელოდებით ჭამის დროს, როცა ბავშვი შიმშილის გამო ტირის... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია