რომელ პროფესიებს ირჩევენ ქართველი აბიტურიენტები

 რომელ პროფესიებს ირჩევენ ქართველი აბიტურიენტები

რა პროფესიები მოსწონთ და რას ირჩევენ ყველაზე ხშირად აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე? სპეციალისტები ამბობენ, რომ ამა თუ იმ პროფესიის არჩევის მთავარ ხიბლს მაღალი ანაზღაურება წარმოადგენს. როგორც განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნა, საზოგადოების განწყობა პროფესიების მიმართ, იქიდან გამომდინარე იცვლება, თუ რას ხედავენ მედიით და რომელი პროფესიის ადამიანები აღიქმებიან წარმატებულებად.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წლევანდელ მონაცემებზე საუბარი უჭირთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მაღალი იყო დაინტერესება მშენებლობაზე, ელექტროინჟინერიაზე, ენერგეტიკაზე, ასევე ჰუმანიტარულ მიმართულებებზე - ქართულ ფილოლოგიასა და ისტორიულზე.

სიმონ ჯანაშია: პროფესიების პრესტიჟი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ერთია დასაქმების შესაძლებლობა, მეორეა, დასაქმების შემთხვევაში, ანაზღაურება რამდენი გექნება. საზოგადოების განწყობებიც იქდან გამომდინარე იცვლება, თუ რას ხედავენ მედიით და წარმატებული ადამიანები სხვადასხვა პროფესიებში ჩანან თუ არა.

რაც შეეხება ტექნიკური მიმართულებების პოპულარობის გაზრდას, ამის მიზეზი უნივერსიტეტებში საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვაა. ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ორმაგი - ქართულ-ამერიკული დიპლომი აიღონ. პროფესიების პოპულარობაზე გავლენას, შესაძლოა, უფასო ფაკულტეტებიც ახდენდეს. შეიძლება, დიპლომი უფრო ადვილად მიიღო, რადგან დღეს რეალურად დიპლომის ღირებულება ჯერ კიდევ არსებობს. ჰუმანიტარული ფაკულტეტების პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, დასაქმება იყოს. საჯარო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია, ამისთვის კი ჰუმანიტარული განათლებაც საკმარისია, რაც ჰუმანიტარულ სფეროს მიმზიდველს ხდის  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია