ე.წ. სტარტაპების ხელშეწყობის საფინანსო ინსტიტუტი ერთ თვეში ამოქმედდება

ე.წ. სტარტაპების ხელშეწყობის საფინანსო ინსტიტუტი ერთ თვეში ამოქმედდება

ე.წ. სტარტაპების ხელშეწყობის საფინანსო ინსტიტუტი ერთ თვეში ამოქმედდება. დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

"ჩვენი რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში უმნიშვნელოვანესი ინიციატივა ეხება საქართველოში "სტარტაპის" ანუ დამწყები ბიზნესის დაფინანსებისთვის საფინანსო ინსტიტუტის შექმნას. დღეს ჩვენ დავამტკიცებთ ამ ინსტიტუტის მოქმედების ძირითად პრინციპებს, ხოლო დღეიდან ერთი თვის შემდეგ ეს ინსტიტუტი დაიწყებს ფუნქციონირებას ინოვაციებისა და ახალი ტექნოპარკის შენობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გამომდინარე იქედან, რომ იგი იძლევა საშუალებას დამწყებმა ბიზნესმა, ასევე, ინოვაციურმა და ტექნოლოგიურმა ახალმა ბიზნესმა მიიღოს დაფინანსება ყველანაირი უზრუნველყოფის და გირაოს გარეშე. პირველად ხდება საქართველოში ინოვაციური იდეების დაფინანსების ინსტიტუციონალიზაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ინოვაციური პოტენციალის განვითარების კუთხით. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ქვეყანა, სადაც ამ მიმართულებამ გარდატეხა შეიტანა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. ეს არის ჩვენი მხრიდან პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით, რაც ძალიან მისასალმებელია", - განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ინსტიტუტის დაფინანსება ხდება საპარტნიორო ფონდის და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით; საწყისი ბიუჯეტი იქნება 11 მილიონი ლარი, ხოლო საბოლოოდ ის გაიზრდება 35 მილიონ ლარამდე.

პრემიერის ინფორმაციით, ამ ინსტიტუტის მუშაობაში საერთაშორისო ექსპერტები და პროფესიონალები ჩაერთვებიან.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია