საქართველოში გავრცელებული არაგადამდები დაავადებები და მათთან ბრძოლის გზები

საქართველოში გავრცელებული არაგადამდები დაავადებები და მათთან ბრძოლის გზები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თანამედროვე მსოფლიოს სერიოზულ პრობლემად არაგადამდები დაავადებები იქცა.

თუ მეოცე საუკუნის დასაწყისში, ავადობისა და სიკვდილინობის თვალსაზრისით, წამყვანი ადგილი ინფექციურ, ანუ გადამდებ დაავადებებს ეკავა, საუკუნის მეორე ნახევრიდან პირველ ადგილზე არაგადამდებმა დაავადებებმა გადმოინაცვლა.

ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა გულსისხლძარღვთა დაავადებებმა, უამრავი ადამიანი მიმართავს ექიმს ხერხემლის თუ ოფთალმოლოგიური პრობლემებით.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ძვალკუნთოვანი სისტემის დაავადებათა მაჩვენებლები 2008-2012 წლებში თითქმის ორჯერაა გაზრდილი, ხოლო თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობების გავრცელების მაჩვენებლები კი დაახლოებით 1,4-ჯერ.

გულის, თვალისა და ხერხემლის პრობლემებთან დაკავშირებული კითხვებით ALLNEWS-მა თითოეული დარგის წამყვან სპეციალისტს მიმართა. მათგან შეიტყობთ პრობლემების გამომწვევ მიზეზებს, რისკფაქტორებსა და საჭირო რეკომენდაციებს.

"გულსისხლძარღვთა დაავადებები არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემაა. თუმცა, საქართველო ყველაზე მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიაში შედის.

გულსისხლძარღვთა დაავადებები მოიცავს სხვადასხვა ნოზოლოგიას: ჰიპერტენზია, არითმია, გულის იშემიური დაავადება...

გულის იშემიური დაავადებებს, როგორც მოდიფიცირებადი ანუ ადამიანის ნებაზე, მონდომებასა და ნებისყოფაზე დამოკიდებული, ისე არამოდიფიცირებადი ფაქტორები აქვს, რომლებსაც თავად პაციენტი უკვე ვეღარ მართავს.

(გენეტიკა, ასაკი, სქესი და სხვა) მოდიფიცირებულ რისკის ფაქტორებში შედის - თამბაქოს მოხმარება. თუ ადამიანი თამბაქოს მოხმარებას შეწყვეტს, მას შეუძლია ერთი რისკფაქტორით ნაკლები ჰქონდეს. ეს მონდომებაზეა დამოკიდებული. სტატისტიკურად კი დადგენილია, რომ თამბაქოს მოხმარება გულსისხლძარღვთა დაავადებებს ასაკთან ერთად საკმაოდ ართულებს. იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია