ძმებ არველაძეებთან ერთად დაწყებული ბიზნესი - ვინ არის ბიზნესმენი, რომელმაც კახეთში ზეთისხილის პირველი ბაღები გააშენა

ძმებ არველაძეებთან ერთად დაწყებული ბიზნესი - ვინ არის ბიზნესმენი, რომელმაც კახეთში ზეთისხილის პირველი ბაღები გააშენა

PALITRANEWS-ის გადაცემა "ბიზნესპერსონამ" ამჯერად ბიზნესმენ გიორგი სვანიძეს უმასპინძლა. როგორია საქართველოში განხორციელებული დიასპორული ინვესტიციის დეტალები, როგორ გაშენდა ზეთისხილის პირველი ბაღები კახეთში და შეიქმნა ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო - ამას მკითხველი გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობს.

- ბევრმა არ იცის თქვენი ბიზნეს ისტორია - როგორ დაიწყო ყველაფერი, როდის წახვედით საქართველოდან და რატომ მოიაზრებით დიასპორული ინვესტიციების სათავეში?

- სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში, სწავლის დასრულების მერე დავქორწინდი და მე და ჩემი მეუღლე გადავედით ჰოლანდიაში საცხოვრებლად. ჩემი და იქ უკვე სწავლობდა გრონინგენის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე და ჩემმა მეუღლემაც იქ გავაგრძელეთ სწავლა ერთ-ერთ კოლეჯში. სწავლის შემდგომ უკვე დავაარსე პირველი კომპანია, სადაც ჩემი მეგობრებიც იყვნენ - შოთი და აჩი არველაძეები. ჩვენ ვახორციელებდით იმპორტ-ექსოპორტს, გვქონდა სატრანსპორტო კომპანია, გადაზიდვები, მე პირადად ვმუშაობდი როგორც დსთ-ს ქვეყნებში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში. როცა მივხვდით, რომ უძრავი ქონების ბიზნესი უფრო მომგებიანი და მისაღები იყო, ამ სფეროზე გადავერთეთ.

- მეგობრებთან - ძმებ არველაძეებთან ერთად დაწყებული ბიზნესი - პირველივე ნაბიჯები წარმატებული აღმოჩნდა, თუ იყო გარკვეული სირთულეები? მით უფრო, რომ უცხოეთში დააფუძნეთ კომპანია...

- საბედნიეროდ, პირველივე ნაბიჯები წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენს მიერ წამოწყებული ყველა საქმე თითქმის ყოველთვის წარმატებით მიმდინარეობს. დღეს მე ბევრი პარტნიორი მყავს როგორც ინგლისიდან, ასევე ამერიკიდან, ყაზახეთიდან, ევროპიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან - ჩვენ სხვადსხვა სფეროში ვმოღვაწეობთ და თითქმის ყველა საქმე ღმერთის წყალობით, წარმატებით მიმდინარეობს. როდესაც საქმეს გულით აკეთებ, თითქმის ყველა საქმე წარმატებულად მთავრდება განაგრძეთ კითხვა

იხილეთ გადაცემის ვიდეოვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია