რა ხდება "პალიტრანიუსის" კულუარებში

რა ხდება "პალიტრანიუსის" კულუარებში

შარშან, 30 ნოემბერს, "პალიტრა­ნიუსი"­ ეთერში ახალი ფორმატით გავიდა. ეს არის 24-საათიანი საინფორმაციო არხი, სადაც საათში ერთხელ ახალ-ახალი ამბები გადის­. საინფორმაციო კოლაჟი სხარტი და მრავალფეროვანია, ამბები მსოფლიო მასშტაბით თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. მაყურებელს ახალი ფორმატი მოსწონს, რაზეც მათი მრავალრიცხოვანი ზარები და წერილები მიუთითებს.

როგორ იქმნება 24-საათიანი მაუწყებლობის ცხელ-ცხელი ამბები

არხს ბევრი ტელერუბრიკაც აქვს (მედიცინა, ახალი ტექნო­ლოგიები,­ კულტურა, ეკონომიკა, ინტერნეტის სიახლეები, თავი­სუფალი თემა, სოციალური თემები). ყოველი მათგანი სიახლეს შეიცავს. ამიტომ ამ არხზე დღის ნებისმიერ მონაკვეთში­ საინტე­რესო სიახლე გელით. ასეთი სპეცი­ფიკა ქართულ ტელემედიაბაზარზე ჯერ არ ყოფილა და "პალიტრანიუსი" 24-საათიანი მაუწ­ყებლობით პირველია. სწორედ ამი­ტომ­ მაყურებელმა არხს "ქართული ევრონიუსიც" შეარქვა.­ მაისიდან ეთერში გავა ახალი ტოქშოუ - "360 გრადუსი" აქტუალური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემებით. გადაცემას ეყოლება სტუმრები, იქნება დებატები. ტელევიზიის საქმიანობის ახლოს გასაცნობად მის კულისებს ვეწვიეთ.

ლექსო ნაბახტეველი, ჟურნალისტი: - კომპანიაში რამდენიმე პლატფორმაზე­ ვმუშაობთ: "ინტერპრესნიუსი",­ "პალიტრანიუსი", რადიო "პალიტრა" (ყვე­ლგან სინქრონში). ორიენტირებული ვართ სისწრაფეზე, ინფორმაციის სიზუსტესთან ერთად, ეს ჩვენი მთავარი ვალდებულებაა. მაყურებელმა ცხელი და ობიექტური ინფორმაცია დროულად რომ ნახოს, ენერგიას არ ვზოგავთ.

გიორგი ღუდუშაური, "პალიტრა­ნიუ­სის"­ ოპერატორი: - "პალიტრანიუსის"­ ოპერატორი იმით გამოირჩევა, რომ არა მარტო საოპერატორო საქმიანობას, ჟურნალისტიკის საფუძვლებსაც ვფლობთ. შეიძლება ჟურნალისტი კონკრეტულ ვითარებაში ინფორმაციას "ინტერპრესნიუსისთვის" გადასცემდეს და ამ დროს რაღაც ისეთი ხდებოდეს, რომ ჩვენ მოგვიხდეს ჟურნალისტის ფუნქციის შეთავსება. ამიტომ ოპერატორებს დიდი სიამაყით ვუწოდებდი უნივერსალებს.

განაგრძეთ კითხვ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია