საზოგადოებრივი კვების ობიექტებში 83 დარღვევა, მათ შორის 7 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა

საზოგადოებრივი კვების ობიექტებში 83 დარღვევა, მათ შორის 7 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა

საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სახელმწიფო კონტროლისას 83 დარღვევა, მათ შორის 7 კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა.

როგორც ”ამბები.გე”-ს სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სააგენტო აგრძელებს სამომხმარებლო ბაზრის სახელმწიფო კონტროლს.

მათივე განმარტებით, ინპექტირება ხორციელდება ყველა ტიპის საწარმოში, სარეალიზაციო ობიექტში, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულების კვების ბლოკში. საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მიმდინარე წელს 756 სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა.

”სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ აღმოჩენილ დარღვევებზე ხორციელდება სათანადო რეაგირება, მოქმედებს საჯარიმო სანქციები, დარღვევების შესაბამისად, ბიზნესოპერატორებს ეძლევათ რეკომენდაციები და მათ გამოსასწორებლად გონივრული ვადები”, - განმარტავენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე საზოგადოებრივი კვების 118 ობიექტში ჩაატარა გეგმური ინსპექტირება, არაგეგმური კონტროლი ჩატარდა 47 მათგანში. დოკუმენტურად შემოწმებულია 591 სწრაფი კვების ობიექტი, საცხობი, პურ-ფუნთუშეულის წარმოება. საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სახელმწიფო კონტროლისას გამოვლინდა 83 დარღვევა, მათ შორის 7 კრიტიკული შეუსაბამობა. არაკრიტიკული დარღვევების გამოსასწორებლად ბიზესოპერატორებს მიეცათ რეკომენდაცია და გონივრული ვადები, ხოლო კრიტიკულის გამო 7 მათგანს აეკრძალა სამეწარმეო საქმიანობა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია