თემურ ჩხეიძე: "ისე წავალ მალე ამ ქვეყნიდან, რომ უამრავ რამეზე პასუხი არ მაქვს..."

თემურ ჩხეიძე: "ისე წავალ მალე ამ ქვეყნიდან, რომ უამრავ რამეზე პასუხი არ მაქვს..."

PALITRANEWS-ის რუბრიკა "ბლიცინტერვიუში" კითხვებს ცნობილი ადამიანები პასუხობენ. ბედისწერა არის... დრამა თუ კომედია... ბავშვობაში მინდოდა... ვნანობ... მეგონა, რომ - ამ და სხვა ბლიცკითხვებს თემურ ჩხეიძე პასუხობს.

ბედისწერა არის... როდესაც სრულიად უსუსურები ვართ და არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, თავს ვირწმუნებთ რომ ეს ბედისწერაა.

დრამა, თუ კომედია... ჩეხოვს აქვს ნათქვამი: "ყველა ზაღლი თავის ხმაზე ყეფსო" , მე ალბათ დრამისკენ უფრო ვიხრები. ორივე აუცილებელია, სხვანაირად არ არსებობს.

ბავშვობაში მინდოდა ... გამეყიდა ნავთი. იმიტომ, რომ ჩვენი ქუჩის დასაწყისში ნავთის გასაყიდი ადგილი იყო. გამყიდველი იღებდა ჭურჭლით ნავთს და მყიდველის ვიწროყელიან ბიდონებში ისე ზუსტად ასხამდა. წვეთს არ კარგავდა და ისე ვიყავი აღტაცებული, რომ ამიტომ მინდოდა ნავთი გამეყიდა.

მოვლენა, რომელმაც შემცვალა... ძირეული შეცვლა არ ხდება. მაგრამ რაღაც მაინც აცენს კვალს ამათუ იმ ეტაპზე. ძირითადად ახლობლების ამ ქვეყნიდან წასვლა ცვლის ადამიანს.

რა არის დრო? - მთელი ცხოვრება ცდილობ მის მოფრთხილებას და მაქსიმუმის აღებას, მაგრამ ხვდები რომ ტყუილად ცდილობ...

ვნანობ... რაღაცას რაც ჩEმს ცხოვრებასი მოხდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ თავიდან რომ მოხდეს გამეორება, მაინც იგივეს გავაკეთებ, იმიტომ, რომ ეს მე ვარ. არის საქციელი, რომელიც თავიდან რომ გამეორდეს კატეგორიულად არ გავაკეთებ.

მეგონა რომ ... ისე წავალ მალე ამ ქვეყნიდან, რომ უამრავ რამეზე პასუხი არ მაქვს. მე მეგონა რომ ჩემს ასაკში პასუხი მექნებოდა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია