ამერიკული მძიმე ტექნიკა ვაზიანის ბაზაზე

ამერიკული მძიმე ტექნიკა ვაზიანის ბაზაზე

ქართულ ამერიკული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2016"-ში მონაწილეობის მისაღებად გამოგზავნილი ამერიკული მძიმე ტექნიკა უკვე ვაზიანშია. რვა ერთეული M1A2 ტიპის ტანკი "აბრამსი", შვიდი ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ბრედლი", ერთი ერთეული საევაკუაციო ჯავშანმანქანა და სამი ერთეული "ჰამერის" ტიპის ჯიპი ფოთის პორტიდან ვაზიანის მიმართულებით ეშელონებით დღეს დილით გამოიგზავნა.

აშშ-ის არმიის ეროვნული გვარდიის ტანკები და ქვეითი საბრძოლო მანქანები ბულგარეთში, ვარნას პორტში, ბორანზე დაიტვირთა და შავი ზღვით საქართველოში 2 მაისს წამოვიდა.

წელს "ღირსეული პარტნიორი" ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მეორედ გაიმართება და მასში 1 300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება. პირველად საქართველოს შეიარაღებულიო ძალების ისტორიაში სწავლებაში M1A2 ტიპის "აბრამსებს" გამოიყენებენ. წვრთნაში ასევე ჩართული იქნება C130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და სხვა აღჭურვილობა. ქართულ-ამერიკულ სწავლება 11 მაისს გაიხსნება და 26 მაისამდე გაგრძელდება.

ფოტო: ირაკლი გედენიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია