დასეტყვილი სოფლები და განადგურებული მოსავალი - სტიქია გორში

დასეტყვილი სოფლები და განადგურებული მოსავალი - სტიქია გორში

ძლიერი წვიმის შემდეგ შიდა ქართლი სეტყვამაც დააზარალა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სტიქიის შედეგად გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე თემში შემავალი ათამდე სოფელი დაისეტყვა.

ყველაზე მეტად დაზარალდა ძევერა, ქიწნისი, სათემო და ასევე საოკუპაციო ხაზღან მდებარე ახალუბნის თემში შემავალი სამი სოფელი.

სეტყვის შედეგად განადგურდა ნათესები, ხილი და ბოსტნეული კულტურების მოსავალი.

მოსახლეობის უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.

სეტყვა რამდენიმე წუთის წინ შეწყდა. ცოტა ხანში აღნიშნულ სოფლებში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმოამდგენლები ჩავლენ, ზარალის ოდენობას ადგილზე გაეცნობიან და გადაწყვეტილებებს შემდგომ მიიღებენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია