სეტყვამ გურჯაანსა და ყვარელში მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა

სეტყვამ გურჯაანსა და ყვარელში მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა

40 წუთიანმა სეტყვამ გურჯაანსა და ყვარელში მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ველისციხესა და გავაზში. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, განადგურებულია მოსავლის თითქმის 80 პროცენტი.

ადგილობრივი ხელისუფლება დასეტყვილ ტერიტორიას ამოწმებს და ზარალს ითვლის.

,,ისეთი ძლიერი სეტყვა იყო,რომ ხეს ფოთოლიც აღარ დაუტოვა, ზოგიერთ ნაკვეთში ვაზი ისეთი დაზიანებულია, რომ სამომავლოდაც აღარ გამოიყენება, არადა წლიდან წლამდე მოსავლის იმედზე ვართ", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ველისციხეში მცხოვრებმა ვახტანგ ბოსტოღანაშვილმა.

ველისციხის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის, ნუკრი ბახლიშვილის თქმით, ადგილებზე ამ დროისთვის სპეციალური კომისიები მუშაობს. ,,სეტყვამ რამდენიმე წუთია გადაიღო და ამ დროისთვის ვამოწმებთ ადგილებზე ზუსტად რა ზარალი მოგვაყენა სტიქიამ. წინასწარი მონაცემებით, მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულია", - განაცხადა ბახლიშვილმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია