ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული 8 პროექტი, რომლებსაც მილიარდერი ინვესტორებს გადასცემს

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებული 8 პროექტი, რომლებსაც მილიარდერი ინვესტორებს გადასცემს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და ინვესტირებით 8 ახალი პროექტი ხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა ირაკლი ქარსელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი მზადაა, აღნიშნული პროექტები დაინტერესებულ ინვესტორებს გადასცეს. "პროექტების ინიციატორი და ინვესტორი ბიძინა ივანიშვილი მზად არის პროექტების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მხოლოდ გაწეული დანახარჯების ანაზღაურებით, ყოველგვარი კომერციული სარგებლის გარეშე გადასცეს აღნიშნული პროექტები დაინტერესებულ ინვესტორს, რომელიც მოცემული პირობების ფარგლებში შეძლებს აღნიშნული პროექტების განვითარებას", - განაცხადა ქარსელაძემ.

ქარსელაძემ დღესვე საზოგადოებას პროექტების სია გააცნო. კერძოდ ხორციელდება პროექტები - 1. სასტუმრო შეკვეთილი, ინვესტიციის მოცულობა, 75მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2016 წელს; 2. სასტუმრო ერეკლე II-ის მოედანზე, ინვესტიციის მოცულობა 9 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2017 წელს; 3. II სასტუმრო ერეკლე მეორის მოედანზე, ინვესტიციის მოცულობა 40 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2019 წელს; 4.სასტუმრო "თავისუფლების მოედანი", ინვესტიციის მოცულობა 90 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2018 წელს; 5.თაბორის პროექტი, ინვესტიციის მოცულობა 40 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2018 წელს; 6.სასტუმრო "განმუხური", ინვესტიციის მოცულობა 40 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2018 წელს; 7. სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი "მაგნოლია", ინვესტიციის მოცულობა 80 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2019 წელს; 8.სასტუმრო სოლოლაკი, ინვესტიციის მოცულობა 200 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2019 წელს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია