3 პასუხი ტკიპის ნაკბენთან დაკავშირებულ კითხვებზე - გვპასუხობს ექიმი

3 პასუხი ტკიპის ნაკბენთან დაკავშირებულ კითხვებზე - გვპასუხობს ექიმი

გაზაფხულზე ტკიპები მრავლდება. განსაკუთრებით საფრთხილოა ეზოში ჩასული ბავშვი, რადგან შინაური ცხოველები, ძაღლები თუ კატები, ამ მავნებლის წყაროს წარმოადგენენ. ტკიპა კი ბევრი დაავადების გადამტანია, ამიტომ მასთან სიფრთხილე გმართებთ.

ბავშვს ტკიპამ უკბინა? როგორ მოვიქცეთ?

შეგიძლიათ ტკიპა თქვენი ხელით მოაშოროთ ბავშვის სხეულს. თუმცა, სასურველია, სწრაფად მიმართოთ პირველივე სამედიცინო ცენტრს. მშობლებმა უნდა იცოდნენ, როგორ მოიქცნენ. დაგჭირდებათ პინცეტი ან სპეციალური ხელსაწყო, რომლითაც მაქსიმალურად მჭიდროდ მოჭიდებენ მკბენარს ეშვთან (ბავშვის კანთან) და დაატრიალებთ საათის ისრის მიმართულებით.

პინცეტის რამდენიმე ბრუნზე ტკიპა ამოვარდება. უნდა დარწმუნდეთ, რომ კანში მისი არც ერთი ნაწილი არ დარჩა. თუ ნახეთ, რომ რაღაც მაინც დარჩა, წაიყვანეთ ბავშვი უახლოეს კლინიკაში. ნაკბენი დაამუშავეთ იოდით ან ნებისმიერი ანტესეპტიკური ხსნარით. ტკიპას გაჭყლეტვა არ შეიძლება, იგი დიდი რაოდენობით გამოყოფს სითხეს და შეიძლება ამიტ ინფექციური დაავადების გადამტანად იქცეს

თუ მწერი ცოცხალია, ჩააბარეთ ახლომდებარე სან-ეპიდემცენტრში ანალიზზე.

რეაქცია კანზე

ტკიპას ნაკბენის შემდეგ ბავშვს შეიძლება კანი გაუწითლდეს ან შეუშუპდეს. ეს ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა, თუმცა, არ ნიშნავს, რომ ბავშვი დაინფიცირდა. მას ასე სწრაფად ვერ დაადგენთ.

ტკიპას ანალიზი დაადგენს, იყო თუ არა დასნებოვნებული თავად ტკიპა. თუმცა, ისიც ვერ გაგცემთ პასუხს, დაინფიცირდა თუ არა ბავშვი. თუ მწერი სწრაფად მოაშორეთ, იგი ვერ მოასწრებდა ბავშვისთვის ზიანის მიყენებას... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია