ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები და მანქანაზე გაწოლილი ნატა ფერაძე - რა ბედი ელით "პანორამა თბილისის" აქციაზე დაკავებულებს

ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები და მანქანაზე გაწოლილი ნატა ფერაძე - რა ბედი ელით "პანორამა თბილისის" აქციაზე დაკავებულებს

განახლებული| „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებს თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანენ, - ამის შესახებ ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის იურისტმა ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა , რომელიც შს სამინისტროს შენობაში დაკავებულებს შეხვდა.

როგორც ნონა ქურდოვანიძემ აღნიშნა, ამ დროისთვის შსს-ს შენობაში არის 5 დაკავებული, ხოლო მეექვსე, ალეკო ელისაშვილი სასამართლოშია გადაყვანილი.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ხუთ დაკავებულს ბრალი ედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად, რაც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

„მეექვსე დაკავებულს ვერ შევხვდი. ალეკო ელისაშვილი სასამართლოშია გადაყვანილი. ხუთი მათგანიც იქ გადაყავთ. ამიტომ ჩვენ ახლა სასამართლოში მივემართებით“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის გაიმართება სასამართლო პროცესი. მისივე თქმით, მასალები უნდა გადაიგზავნოს სასამართლოში და უკვე სასამართლო თავად განსაზღვრავს როდის ჩაინიშნება პროცესი.

ქურდოვანიძის განმარტებით, აღნიშნული მუხლი ჯარიმას 250-დან 2 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 6 პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას და ასევე 173-ე მუხლით, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე აქციაზე დაზიანდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

”აქციაზე დაზიანდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს”, - აცხადებენ შს სამინისტროში.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია