წითელი დროშები, პიონერები და სტალინის პორტრეტები - გორში აქციის მონაწილეებს "რუსეთის მონები" ეძახეს

წითელი დროშები, პიონერები და სტალინის პორტრეტები - გორში აქციის მონაწილეებს "რუსეთის მონები" ეძახეს

ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად გორში, სტალინის სახლ-მუზეუმთან აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ, რომლებმაც თან მიიტანეს სტალინის პორტრეტები, წითელი დროშები ნამგალის და უროს გამოსახულებით, საბჭოთა სიმბოლიკა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ მოხდეს სტალინის ძეგლის დაბრუნება და რუსეთთან სტაბილური ურთიერთობა აღდგეს.

სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ მცირეწლოვანი ბავშვები წითელი ყელსახვევებით და დროშებით ხელში. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, კომუნისტური პარტიის გორის ორგანიზაციის ლიდერის ალეკო ლურსმანაშვილის განმარტებით, ბავშვები, რომლებიც ზრდასრულებთან ერთად აქციაზე დგანან, პიონერთა რიგებში არიან გაწევრიანებულნი. მისი თქმით, არავის არ უნდა გაუკვირდეს მცირეწლოვანი მოზარდების წითელი ყელსახვევებით გამოჩენა. ლურსმანაშვილის განცხადებით, მოზარდებს საკმაოდ კარგად აქვთ გაცნობიერებული კომუნისტური პარტიის და ამ აქციის მრწამსი, შესაბამისად, ისინი არიან პიონერთა რიგებში გაწევრიანებული და იციან, რას ნიშნავს წითელი ყელსახვევი. AMBEBI.GE-სთან საუბარში 10 წლის გოგონამ განაცხადა რომ თბილისში რამდენიმე თვის წინ მიიღეს პიონერთა რიგებში და შესაბამისად, ატარებს წითელ ყელსახვევს.

მოგვიანებით, სტალინის სახლ-მუზეუმთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური მოედნისკენ გადაინაცვლეს. ფეხით გამართული მსვლელობისას ინციდენტი მოხდა. კერძოდ, ახალგაზრდების ერთი ჯგუფი აქციის მონაწილეებს დახვდა შეძახილეებით "მოღალატეებო", "რუსეთის მონებო", რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან ანალოგიური რეპლიკები მოჰყვა.

ინციდენტი შეხვდა-შემოხლაში არ გადაზრდილა. ამ დროისთვის აქცია გორის ცენტრალურ მოედანზე, იმ ადგილას გრძელდება, სადაც სტალინის ძეგლი იდგა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია