"თავისუფალი ზონელი" ნარმანიას: "არ გაქვთ მორალური უფლება თბილისის ქუჩებში იაროთ"

 "თავისუფალი ზონელი" ნარმანიას: "არ გაქვთ მორალური უფლება თბილისის ქუჩებში იაროთ"

ვაკის პარკში დედაქალაქის მერს დავით ნარმანიას და "თავისუფალი ზონის" ერთ-ერთ წევრს შორის შელაპარაკება მოხდა. "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელმა დავით ნარმანიას ბოტანიკური ბაღის გამო უსაყვედურა და გადადგომისკენ მოუწოდა.

"მე მინდა ჩემი გულისტიკივილი გითხრათ ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით. მე, როგორც მოქალაქეს და თბილისის მკვიდრს მიმაჩნია, რომ თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება თბილისის ქუჩებში იაროთ და თბილისელებს შეხვდეთ, ვინაიდან თქვენ ქურდულად, ბიძინა ივანიშვილს მიეცით ის ტერიტორია, რომელიც არის ხალხის. თქვენ უნდა გადადგეთ", - მიმართა მოქალაქემ ნარმანიას.

თბილისი მერმა მხოლოდ ის უპასუხა, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა და ამის თქმის უფლება აქვს."ეს თქვენი აზრია და შეგიძლიათ თქვათ", - უპასუხა ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. აღნიშნული ინციდენტიც სწორედ ვაკის პარკში მოხდა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია