5 ქართველი მოდელი Vogue-ის ონლაინ-გამოცემაში მოხვდა

5 ქართველი მოდელი Vogue-ის ონლაინ-გამოცემაში მოხვდა

5-9 მაისს თბილისში Mercedes-Benz Fashion Week გაიმართა. მოდის კვირეულს სპეციალური სტუმრის სტატუსით სტუმრობდნენ ლეგენდარული დიზაინერი Herve Leger, ჰელმუტ ნიუტონის მუზად ქცეული მოდელი Sylvia Gobbel და მსოფლიოს სამი ყველაზე გავლენიან მოდის ბლოგერთა შორის დასახელებული Diane Pernet.

მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენებები გაშუქდა Vogue.com-ის Modemonline Nowfashion ონლაინ გამოცემებში. ღონისძიებაზე სპეციალურად ჩამოვიდნენ მოდის კრიტიკოსები და წამყვანი ჟურნალისტები, რომლებმაც დეტალურად გააშუქეს თბილისში გამართული ჩვენებები.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

მოდის კვირეულის გამოძახილია სტატია გავლენიანი გამოცემა Vogue-ის ონლაინ-გვერდზე, რომელშიც Mercedes-Benz Fashion week-ის 5 საუკეთეს ქართველ მოდელზე ვკითხულობთ:

"საქართველო სავსეა მომავალი თაობის მოდელებით, თუ ამაში დარწმუნება გჭირდებათ, გადახედეთ თბილისური Mercedes-Benz Fashion Week-ის პოდიუმებს, ამ მოდელებიდან რამდენიმე სახელი უნდა იცოდეთ. ელენე მახარაშვილი, რომელიც ნელ-ნელა საერთაშორისო მასშტაბებზე გადის; ლიკა რიგვავა - კლასიკური ქართული სილამაზის მოდელი; მარიამ სანოგო - ცეცხლოვანი მზერით და თათია ახალაია, რომლის სახის მოყვანილობა აღნიშვნის ღირსია. თუმცა, განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს მარიშა ურუშაძე: ხვეული თმით, ნაზი გამოხედვით. თოჯინის მსგავსი გარეგნობის გოგონა ყველაზე მეტად მოთხოვნადი მოდელია ქვეყანაში. ასე რომ, ყურადღება მიაქციეთ აღმოსავლეთს. აქ უფრო მეტი სამოდელო თვალსაზრისით, ვიდრე ნიუ იორკში, პარიზსა თუ მილანში" - წერს მიმომხილველი ლიანა სატენშტაინი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია