თბილისში დაიდგმება სპეციალური ყუთები, რომლებშიც სოც.დაუცველი ბავშვებისთვის ტანსაცმელი შეგროვდება

 თბილისში დაიდგმება სპეციალური ყუთები, რომლებშიც სოც.დაუცველი ბავშვებისთვის ტანსაცმელი შეგროვდება

ახალ სპორტის სასახლეში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს "მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დაგეგმილი სოციალური პროექტის "შემოსე თანამოქალაქეს" პრეზენტაცია გაიმართა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სამინისტროსა და პროექტის პარტნიორებს - ააიპ "სტუდენტურ ერთიანობას", სს "ფრეგოს", საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნსა" და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ორგანიზაცია "სტუდენტური ერთიანობის" თავმჯდომარემ ბექა ღაჟონიამ, კომპანია "ფრეგოს" გენერალურმა დირექტორმა რუსუდან რამაზაშვილმა, "საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის''გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" ლიდერმა კონსტანტინე სვანაძემ.

2016 წლის მაისიდან 5 თვის განმავლობაში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო "ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების "მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განახორციელებს ახალ პროექტს "შემოსე თანამოქალაქე".

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაგროვებლად თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განთავსდება სპეციალური ყუთები. პროექტის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის შეგროვდება ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებიც უსასყიდლოდ განაწილდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

"შემოსე თანამოქალაქე" საქველმოქმედო პროექტია და ნებისმიერ მსურველს ეძლევა საშუალება ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უკვე შერჩეულ ადგილებზე მიიტანოს. ესენია: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ახალი სპორტის სასახლე, რუსთავის გზატკეცილი 247, აწყურის ქუჩასა და რკინიგზის ხიდს შორის, მოსკოვის გამზირი/ წისქვილკომბინატთან, აღმაშენებლის ხეივანი 12 კმ, გია გულუას ქუჩა, გმირთა მოედანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და სამების საკათედრო ტაძარი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია