უნდა დაიტოვოს თუ არა დედამთილმა შვილიშვილი?

უნდა დაიტოვოს თუ არა დედამთილმა შვილიშვილი?

"ბავშვს ისევ არ იტოვებს", - წაიწუწუნა ჩემმა ერთმა მეზობელმა, რამოდენიმე დღის წინ, როდესაც დედმთილისგან მორიგი უარი მიიღო შვილიშვილისთვის ღამის საათებში მიეხედა. "მეც დავღალე, სამსახურიდან მოვედი და სხვა დროს წადით გასართობად, არაფერი გიჭირთო", - ასე გამოისტუმრა რძალი და ბებიის "მოვალეობის" შესრულებაზე უარი განაცხადა.

თუმცა არის კი ეს ბებიის მოვალეობა და ვალდებულები არიან კი ისინი, ყოველ პარასკევ საღამოს დაიტოვონ ბავშვები იმისათვის, რომ დედ-მამა გასართობად წავიდეს?

რძალ-დედამთილს შორის არსებული კონფლიქტის მიზეზი ხშირად ეს თემაცაა, რაც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.

ერთი მხარე ფიქრობს, რომ ის ბებიაა და რა მოხდა თუ ბავშვს მიხედა, მეორე მხარე კი მიიჩნევს, რომ დაღლილი სამუშაო დღის შემდეგ სრულებითაც არ არის ვალდებული შვილიშვილს მოუაროს თუ ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს.

ორივე მხარის გამართლება შეიძლება სხვადასხვა არგუმენტებით, თუმცა პრობლემის გადაჭრა ადვილი სულაც არაა. არიან ქალები, რომლების მოწოდებაც პატარებზე ზრუნვაა და მათ მოვლაში ისინი დიდ სიამოვნებას ღებულობენ, არ აღიქვამენ ამას ვალდებულებად და პირიქით ბედნიერები არიან, როდესაც შვილიშვილები მათთან არიან და თუნდაც ღამეს ატარებენ ერთად, უკითხავენ ზღაპრებს, თამაშობენ ეზოში, უყურებენ ტელევიზორს, აცხობენ გემრიელობებს და ალბათ, ამით ახალგაზრდობაში განცდილ გრძნობას, რომელიც შვილის გაზრდასთანაა დაკავშირებული, იბრუნებენ. ახალგაზრდობაში ხომ უმრავლესობას არ აქვს იმის დრო, რომ შვილთან დიდ ხანს იყოს, დროის დიდი ნაწილი სამსახურს მიაქვს, ამიტომ ბებიობის დროს მაქსიმალურად ცდილობენ აინაზღაურონ დაკარგული დრო და პატარასთან ურთიერთობით სიამოვნება მიიღონ... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია