„ჩემს დიდ სიყვარულს, რეზო თაბუკაშვილს მოულოდნელად შევხვდი...“ - ეკა ნიჟარაძე შეყვარებულია

„ჩემს დიდ სიყვარულს, რეზო თაბუკაშვილს მოულოდნელად შევხვდი...“ - ეკა ნიჟარაძე შეყვარებულია

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ეკა ნიჟარაძე შეყვარებულია. მისი რჩეული მწერალ ლაშა თაბუკაშვილის შვილი რეზო თაბუკაშვილია. ამბობს, რომ ძალიან ბედნიერია. ნიჟარაძე ჟურნალ "სარკეს" ესაუბრა.

- ეკა ნიჟარაძე შეყვარებულია?

- შეყვარებული და ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემს დიდ სიყვარულს აბსოლუტურად მოულოდნელად შევხვდი... არ არის ადგილი, იპოვო შენი მეორე ნახევარი, როცა ხარ ასაკში, როცა გყავს სამი შვილი, შვილიშვილი, გაქვს უამრავი საქმე, პრობლემა.

ქალს ყოველთვის უნდა გვერდით საყვარელი მამაკაცი, არამარტო ქალს, მამაკაცსაც სჭირდება საყვარელი ქალი, მზრუნველობა, თანაგრძნობა, სითბო, ქვეცნობიერად ყოველთვის სიყვარულის მოლოდინში ხარ.

საზღვარგარეთ გვიან ქორწინდებიან და შვილებსაც გვიან აჩენენ. შეიძლება კარგიც არის, როცა დაღვინებულ ასაკში იღებ გადაწყვეტილებას, მე კი ვფიქრობ, რომ ადრე გათხოვებას აქვს თავისი პლუსები _ შვილები, რომელთა გაზრდას ახალგაზრდული ენერგია სჭირდება. ჩემი შვილები გაიზარდნენ, დიდები არიან, მეც მოვიცალე ჩემი თავისთვის და სიყვრაულისთვის.

- შეიძლება, რომ გვითხრათ, ვინ არის თქვენი რჩეული?

- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ უყვარს ამ თემაზე საუბარი, თქვენი ჟურნალისთვის გავაკეთებ გამონაკლისს. ჩემი დიდი სიყვარული გახლავთ რეზო თაბუკაშვილი (მწერალ ლაშა თაბუკაშვილის ვაჟი. ავტ.). შესანიშნავი ადამიანი, განათლებული, კარგი მწერალი, კარგი ოჯახიშვილი, მზრუნველი, თბილი, არც მეგონა, ასეთი მამაკაცები თუ კიდევ არსებობდნენ. ჩემს შვილებს უხარიათ ჩემი ბედნიერება და ძალიან უყვართ რეზო.

სხვათა შორის, რამდენიმე დღეა, მასაც შვილიშვილი შეეძინა და ბაბუა გახდა. ჩვენ ზუსტად ისე გვიყვარს ერთმანეთი, როგორც შეიძლებოდა 20 წლის ასაკში გვყვარებოდა, ხელჩაკიდებულებს ქუჩებში გვესეირნა და უსიტყვოდ, თვალებით აგვეხსნა ერთმანეთისთვის გრძნობა. ჭეშმარიტებაა, რომ სიყვარულს ასაკი არ აქვს და როცა სიყვარული გეწვევა, ცხოვრებაც მაშინ იწყება.

ია ქუთათელაძე

ჟურნალი "სარკე"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია